მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში გამართული მინისტერიალის შესახებ: ამ მინისტერიალში მონაწილეობა იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის, კიდევ ერთხელ ყურადღება გაგვემახვილებინა ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებზე

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალში - „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ - მონაწილეობა შეაფასა.

„პოლიტიკური ტერორიზმის საერთაშორისო დღის წესრიგში დაყენება მნიშვნელოვანი ინიციატივაა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მხრიდან. კონფერენცია, რომელიც ორგანიზებული იყო ვაშინგტონში, ჩვენთვის კარგი შესაძლებლობა იყო, მონაწილეობა მიგვეღო და გვესაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყანა ბოლო პერიოდის განმავლობაში დადგა,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის თქმით, საქართველო თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება, უცხოური დაფინანსებით, რადიკალური ძალების წახალისება სახელმწიფო და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ.

„ჩვენ კარგი მაგალითი ვართ იმისა, თუ როგორ ხდება, განსაკუთრებით გარე დაფინანსებით, რადიკალური ძალების წახალისება სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ. სწორედ ეს საკითხები არის მნიშვნელოვანი, რაც უნდა აღელვებდეს საერთაშორისო საზოგადოებას,“ - აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მინისტერიალის ფარგლებში კოლეგა მინისტრებს შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტერორიზმისა და ექსტრემიზმის საკითხებს.

„საინტერესო დისკუსია შედგა კოლეგა მინისტრებს შორის. ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე იყო გამახვილებული. რა თქმა უნდა, როდესაც ტერორიზმსა და ექსტრემიზმზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია სხვადასხვა იდეოლოგიური მიმართულება. სწორედ ამ კუთხით, ჩვენი მონაწილეობა ამ მინისტერიალში იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის, კიდევ ერთხელ ყურადღება გაგვემახვილებინა სწორედ ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, რადიკალიზმის პრობლემასა და პოლიტიკური ტერორიზმის იმ გამოხატულებაზე, რაც ჩვენ საქართველოში ვიხილეთ ბოლო წლებში,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784276951

საზოგადოება

მუნიციპალურმა ინსპექციამ რეკრეაციულ ზონაში 40 ჰექტარი სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტი აღკვეთა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რაიონში სახელმწიფო ქონების მიტაცების მასშტაბური ფაქტი გამოავლინა - სამსახურმა რეკრეაციულ ზონაში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონო მშენებლობე...

მუნიციპალურმა ინსპექცია

1784274595

საზოგადოება

„თბილისი პრაიდის“ წევრები 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავზე, ბელგიაში, ანტვერპენის პრაიდში მიიღებენ მონაწილეობას

წელს თბილისი პრაიდი და BelGeo ერთიანდებიან, რათა ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენის პრაიდზე საქართველოს ქვიარ თემი წარმოვადგინოთ გზავნილით, რომელიც საზღვრებს მიღმა გამძლეობას, წინააღმდეგობასა და სოლიდარობას...

„თბილისი პრაიდის“ წევრები

1784274000

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: პოლიტიკური ტერორი არის თანამედროვეობის გამოწვევა, სამწუხაროდ, საქართველოს ამის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს

„პოლიტიკური ტერორი არის თანამედროვეობის გამოწვევა და საქართველოს სამწუხაროდ ამის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათ...

 დავით მათიკაშვილი

1784273938

ახალი ამბები

პრემიერი: შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია, ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ როგორც საიმედო პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს

„შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია. ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ როგორც საიმედო პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკ...

ირაკლი კობახიძე

1784272809

საზოგადოება

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის V ეტაპი 20 ივლისს დაიწყება

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის V ეტაპი 20 ივლისს დაიწყება და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნული ეტაპის ფარგლებში, პირველკლასელთა რეგისტრაცია განხორციელდ...

პირველ კლასელი