მამუკა მდინარაძე: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ეგონა, რომ გეოგრაფიიდან საერთოდ უნდა გადაეშალათ საქართველო, მაგრამ საქართველო არის იქ, სადაც არის, საქართველო ყოველთვის შეასრულებს განსაკუთრებულ როლს და მისიას შუა დერეფნის ნებისმიერ საკითხში
„საქართველო ყოველთვის შეასრულებს განსაკუთრებულ როლს და მისიას შუა დერეფნის ნებისმიერ საკითხში, ის არის სატრანზიტო ქვეყანა, ეს ისტორიული და გეოგრაფიული მისია მას ყოველთვის ექნება და ყველას მოუწევს ამის გათვალისწინება“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს გარეშე დაკავშირებადობაზე საუბარიც კი წარმოუდგენელია.
„შუა დერეფანი, დაკავშირებადობა, სატრანზიტო დერეფანი ეს არის ის სიტყვები და ტერმინები, რომლებიც ძალიან მოკლედ ასახავენ რეალობას, რომელიც საქართველოს გავლით სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში და სატრანზიტო უზრუნველყოფის სფეროში სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. მართალია, მაგალითად, წინა დღეებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ეგონა, რომ გეოგრაფიიდან საერთოდ უნდა გადაეშალათ საქართველო, მაგრამ საქართველო არის იქ, სადაც არის და მის გარეშე ამ სფეროში საუბარიც კი წარმოუდგენელია. საქართველო ყოველთვის შეასრულებს განსაკუთრებულ როლს და მისიას შუა დერეფნის ნებისმიერ საკითხში. ნებისმიერ საკითხში ის არის სატრანზიტო ქვეყანა და ეს ისტორიული და გეოგრაფიული მისია მას ყოველთვის ექნება და ყველას მოუწევს ამის გათვალისწინება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1784279433
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: შემცირებულია სიძულვილის, ზიზღის გამომხატველი პოსტები სოციალურ ქსელებში და ამ შედეგზე თუ გავალთ, ეს არის უდავოდ და უალტერნატივოდ ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებასაც კი შეუწყობს ხელს
შემცირებულია სიძულვილის, ზიზღის გამომხატველი პოსტები სოციალურ ქსელებში და ამ შედეგზე თუ გავალთ, ეს არის უდავოდ და უალტერნატივოდ ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებ...
1784278898
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმე...
1784277595
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: ჩვენი ბოლოდროინდელი ურთიერთობა, განსაკუთრებით შუა აზიის ქვეყნებთან, ემსახურება საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებას და რეგიონში პოზიციების გამყარებას
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის თურქმენეთთან, რომელთანაც 24-მდე სხვადასხვა მნიშვნელოვან დოკუმენტს, მემორანდუმს მოეწერა ხელი, - განაცხადა...
1784277169
საზოგადოებასერდარ ბერდიმუჰამედოვი: ძალიან კმაყოფილნი ვართ შედეგებით, რაც მიღწეული იქნა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შედეგად, იმედი გვაქვს, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს თურქმენეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას
თურქმენი და ქართველი ხალხი ერთმანეთთან უკვე დიდი ხანია, რაც დაკავშირებულნი არიან. მათ ისტორიული კავშირები გააჩნიათ და ეს კავშირები უკვე ახალ კონტექსტში გადადის, - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა სერ...
1784276951
საზოგადოებამუნიციპალურმა ინსპექციამ რეკრეაციულ ზონაში 40 ჰექტარი სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტი აღკვეთა
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რაიონში სახელმწიფო ქონების მიტაცების მასშტაბური ფაქტი გამოავლინა - სამსახურმა რეკრეაციულ ზონაში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონო მშენებლობე...


























