მუნიციპალურმა ინსპექციამ რეკრეაციულ ზონაში 40 ჰექტარი სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტი აღკვეთა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რაიონში სახელმწიფო ქონების მიტაცების მასშტაბური ფაქტი გამოავლინა - სამსახურმა რეკრეაციულ ზონაში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონო მშენებლობების პროცესი და 40 ჰექტარამდე ტერიტორიის მიტაცების მცდელობა საწყის ეტაპზევე აღკვეთა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სარეკრეაციო ზონაში არსებულ, გაუნაშენიანებელ ტერიტორიაზე განხორციელდა უნებართვო სამშენებლო სამუშაოები. კერძოდ, სამართალდამრღვევებმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე განათავსეს 14 დაუსრულებელი მცირე ზომის კაპიტალური და 27 მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა და მავთულბადის ღობეები.

გარდა ამისა, ტერიტორიის მითვისების მიზნით, სამართალდამრღვევების მხრიდან მიწის ნაკვეთების რკინის კონსტრუქციებით შემოღობვა და სამშენებლოდ მომზადების პროცესი ინტენსიურად გრძელდებოდა.

გლდანის რაიონში რეკრეაციული ზონის სტატუსის მქონე ეს ტერიტორია 300 ჰექტარს აღემატება. ამ ეტაპზე სამართალდამრღვევების მიერ მსუბუქი კონტრუქციებით და ნაგებობებით, თვითნებურად იყო დაკავებული 40 ჰექტარამდე მიწა. აღნიშნული ტერიტორია განაშენიანებული და დასახლებული არ არის.

მიუხედავად სამსახურის არაერთი გაფრთხილებისა (როგორც ადგილზე, ისე საჯარო მიმართვის ფორმით) და მოწოდებისა, შეეწყვიტათ უკანონო სამუშაოები და თავადვე მოეხდინათ დემონტაჟი, სამართალდამრღვევები არ დაემორჩილნენ სამსახურის კანონიერ მოთხოვნას და პერიოდულად განაგრძობდნენ უკანონო შემოღობვების მოწყობას, ტერიტორიის თვითნებურად დაკავების მიზნით.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დღეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით სპეციალური ღონისძიება ჩაატარა.

ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა უკანონოდ განთავსებული დაუსრულებელი ნაგებობების და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი. ტერიტორია დასუფთავდა და ადგილიდან გაიტანეს სამშენებლო ნარჩენიც.

„გავნაგრძობთ ქმედით ღონისძიებებს უკანონო მშენებლობებისა და სახელმწიფო მიწის მიტაცების აღსაკვეთად. დღეს მასშტაბური ღონისძიება ჩავატარეთ გლდანში და გამოვათავისუფლეთ თვითნებურად დაკავებული, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარეკრეაციო ზონის სტატუსის მქონე ტერიტორია. მოვუწოდებ მოქალაქეებს, დაემორჩილონ კანონს, რადგან მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან არცერთი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე. მადლობას ვუხდი სამართალდამცავ უწყებებს მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა.

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, უფლებამოსილების ფარგლებში, მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს კანონდარღვევის აღმოსაჩენად და ახორციელებს ქმედით ღონისძიებებს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784277169

საზოგადოება

სერდარ ბერდიმუჰამედოვი: ძალიან კმაყოფილნი ვართ შედეგებით, რაც მიღწეული იქნა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შედეგად, იმედი გვაქვს, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს თურქმენეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას

თურქმენი და ქართველი ხალხი ერთმანეთთან უკვე დიდი ხანია, რაც დაკავშირებულნი არიან. მათ ისტორიული კავშირები გააჩნიათ და ეს კავშირები უკვე ახალ კონტექსტში გადადის, - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა სერ...

სერდარ ბერდიმუჰამედოვ

1784276057

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში გამართული მინისტერიალის შესახებ: ამ მინისტერიალში მონაწილეობა იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის, კიდევ ერთხელ ყურადღება გაგვემახვილებინა ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებზე

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალში - „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ - მონაწილეობა შეაფასა. „პოლიტიკური...

მაკა ბოჭორიშვილი

1784274595

საზოგადოება

„თბილისი პრაიდის“ წევრები 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავზე, ბელგიაში, ანტვერპენის პრაიდში მიიღებენ მონაწილეობას

წელს თბილისი პრაიდი და BelGeo ერთიანდებიან, რათა ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენის პრაიდზე საქართველოს ქვიარ თემი წარმოვადგინოთ გზავნილით, რომელიც საზღვრებს მიღმა გამძლეობას, წინააღმდეგობასა და სოლიდარობას...

„თბილისი პრაიდის“ წევრები

1784274000

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: პოლიტიკური ტერორი არის თანამედროვეობის გამოწვევა, სამწუხაროდ, საქართველოს ამის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს

„პოლიტიკური ტერორი არის თანამედროვეობის გამოწვევა და საქართველოს სამწუხაროდ ამის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათ...

 დავით მათიკაშვილი

1784273938

ახალი ამბები

პრემიერი: შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია, ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ როგორც საიმედო პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს

„შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია. ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ როგორც საიმედო პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკ...

ირაკლი კობახიძე