მახაშვილი ვახტანგ კაპანაძის განცხადებაზე: ძალიან მძიმეა ყოფილი გენერლისგან ამის მოსმენა, ერთი სული აქვთ, რომელიმე დრონი ჩამოვარდეს აქ და რომელიმე სკოლას დაეცეს თავზე, რომ უფრო აგრესიულად მოუწიოს საქართველოს ომში ჩართვა

„ძალიან მძიმეა ყოფილი გენერლისგან ამის მოსმენა, ის პირდაპირ უნიშნავს წერტილებს, სადაც უნდა მიიტანონ იერიში სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - ასე ეხმაურება ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებას, სადაც გენერალ-მაიორმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ერთ-ერთ ინტერვიუში დაასახელა საქართველოში კონკრეტული ობიექტებიც, რომელიც მისი მოსაზრებით, შესაძლოა, ირანის შეიარაღებული ძალების სამიზნე გახდეს.

მისი თქმით, გენერლის განცხადება საბოტაჟს ჰგავს.

„ეს არის საბოტაჟი და საინფორმაციო დივერსია სახელმწიფოს წინააღმდეგ. განსაკუთრებით ძალიან მძიმეა ყოფილი გენერლისგან ამის მოსმენა. ეს ადამიანი პირდაპირ უნიშნავს იმ სუსტ წერტილებს, სადაც უნდა მიიტანონ იერიში სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამიტომ, რა ჰქვია ამას თუ არა ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი ნაბიჯები. ამათი სურვილია, რომ ქვეყანა ჩაერთოს ომში და კონფლიქტში.

ერთი სული აქვთ, რომელიმე დრონი ჩამოვარდეს აქ და რომელი სკოლას დაეცეს თავზე, რომ უფრო აგრესიულად მოუწიოს საქართველოს ომში ჩართვა. ეს ადამიანები პირდაპირ მოუწოდებენ დაპირისპირებულ მხარეებს, რომ  საქართველოც ამოიღონ მიზანში“, - აღნიშნავს მახაშვილი.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772807434

ახალი ამბები

ტრამპი - ირანთან შეთანხმება არ იქნება, გარდა უპირობო დანებებისა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უპირობო დანებების გარდა, ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება. აღნიშნულის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. ტრამპის თქმით, ირანს დიდებული მომავალი ექ...

ტრამპიტრამპი

1772805767

ახალი ამბები

გია ვოლსკი: დიდი ხანია, მიდის ლაპარაკი, ხალხი უნდა დაისაჯოს - ვინც ლომჯარიას მხარს უჭერს, ვიზები ჰქონდეთ, ხოლო ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ - დაისაჯოს

„დიდი ხანია, მიდის ლაპარაკი, ხალხი უნდა დაისაჯოს. ვინც ლომჯარიას მხარს უჭერს, ვიზები ჰქონდეთ, ხოლო ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ - დაისაჯოს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვო...

გია ვოლსკი

1772804877

ახალი ამბები

თამთა მეგრელიშვილი: ნინო ლომჯარიას თავის მართლებამ კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ გერმანიის საელჩოშიც იყო და ელჩ ფიშერსაც იმაზე ესაუბრა, რასაც „იმედი“ ამბობდა - ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ნინო ლომჯარიას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება,სადაც ლომჯარია წერს, რომ თითქოს ტელეკომპანია „იმედმა“ დეზინფორმაცია გაავრცელა და არ ყოფილა გერმანიის საელჩოში...

თამთა მეგრელიშვილი

1772804183

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მდიდარი „ენჯეოები“ ხელს გვიშლიდნენ ვიზალიბერალიზაციის გაფორმებაში, კანდიდატის სტატუსის აღებაში და ამჯერად დაკავებულები არიან იმით, რომ ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს ჩვენს მოსახლეობას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ეხმაურება „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ ნინო ლომჯარია, სხვა თანამოაზრეებთან, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ე.წ. „ახალი გაერთიანების“...

ლევან მაჭავარიანი

1772804105

ახალი ამბები

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 მარტს თბილისის მიმართულებით მასკატიდან სპეციალური რეისი განხორციელდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით დაინიშნა დამატებითი სპეციალური რეისი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ინფორმაციას საქართ...

თბილისის მიმართულებით მასკატიდან სპეციალური რეისი განხორციელდება