მამუკა მდინარაძე: აშშ-ის წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლები უხეშად და ვერბალურ ტერორიზმთან გათანაბრებული ფორმით ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში, ვინ ეკითხებოდა კელი დეგნანს რაღაც კანონის შეფასებას დემოკრატიის შავ დღედ?
ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მინიშნებაც კი არ უნდა გააკეთოს ისეთი, რომელიც აშკარად გამოხატავს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციაც პოლიტიკურ ტერორს ახორციელებდა საქართველოში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის შეფასებით, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უხეშად და ვერბალურ ტერორიზმთან გათანაბრებული ფორმით ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში.
„კელი დეგნანმა უწოდა კანონის მიღებას დემოკრატიის შავი დღე. დედას ხომ არ შეიგინებოდა? ხალხი პირდაპირი გაგებით ლამის ცემაზე გადმოვიდა. ოთახებში იყო მუშტების და ხელების ბრახუნი მაგიდებზე, ომის მოთხოვნით. დავყოლოდით რაღაც ნებას, ჩავსულიყავით, გვეომა და მერე ვიძახებდით, რომ ტრილიონებს მოგვცემენ? მოგვცემდნენ რამდენიმე მილიარდს სესხად და გაუბედურებული ეკონომიკა, დახოცილი ადამიანები - ეს გვექნებოდა. ნიკა გვარამიასავით მერე ვილაპარაკებდით, ტრილიონებს მოგვცემენო. რა კარგია, რომ ხალხი დაგვეხოცა, მაგრამ ტრილიონებს მოგვცემდნენ. რამდენიმე მილიარდს, ისიც სესხად მოგვცემდნენ და სისხლად. დემოკრატიის შავი დღე - ვინ ეკითხებოდა კელი დეგნანს, ან რომელიმე ელჩს? ვინ ეკითხება რაღაც კანონის შეფასებას დემოკრატიის შავ დღედ? დიახ, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, წარმომადგენლები, უხეშად და ვერბალურ ტერორიზმთან გათანაბრებული ფორმით ერეოდნენ საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს შიდა საქმეებში. წინა ადმინისტრაციის დავალებით მოქმედებდა და ეს იყო პოლიტიკური ტერორი საქართველოზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1784279622
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: ძალიან სიმბოლურია, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას იმ ფონზე, როდესაც საუბარია ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან
ძალიან სიმბოლურია, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას იმ ფონზე, როდესაც საუბარია ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - განაცხად...
1784279433
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: შემცირებულია სიძულვილის, ზიზღის გამომხატველი პოსტები სოციალურ ქსელებში და ამ შედეგზე თუ გავალთ, ეს არის უდავოდ და უალტერნატივოდ ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებასაც კი შეუწყობს ხელს
შემცირებულია სიძულვილის, ზიზღის გამომხატველი პოსტები სოციალურ ქსელებში და ამ შედეგზე თუ გავალთ, ეს არის უდავოდ და უალტერნატივოდ ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებ...
1784278898
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმე...
1784278186
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ეგონა, რომ გეოგრაფიიდან საერთოდ უნდა გადაეშალათ საქართველო, მაგრამ საქართველო არის იქ, სადაც არის, საქართველო ყოველთვის შეასრულებს განსაკუთრებულ როლს და მისიას შუა დერეფნის ნებისმიერ საკითხში
„საქართველო ყოველთვის შეასრულებს განსაკუთრებულ როლს და მისიას შუა დერეფნის ნებისმიერ საკითხში, ის არის სატრანზიტო ქვეყანა, ეს ისტორიული და გეოგრაფიული მისია მას ყოველთვის ექნება და ყველას მოუწევს ამის...
1784277595
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: ჩვენი ბოლოდროინდელი ურთიერთობა, განსაკუთრებით შუა აზიის ქვეყნებთან, ემსახურება საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებას და რეგიონში პოზიციების გამყარებას
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის თურქმენეთთან, რომელთანაც 24-მდე სხვადასხვა მნიშვნელოვან დოკუმენტს, მემორანდუმს მოეწერა ხელი, - განაცხადა...


























