მამუკა მდინარაძე: ნიკა გვარამია სინამდვილეში წუხს, რომ ხელისუფლებაში არ არის და კიდევ უფრო ძალიან არ და ვერ ჩაგრავს ქართველ ხალხს
„ნიკა გვარამია სინამდვილეში წუხს, რომ ხელისუფლებაში არ არის და კიდევ უფრო ძალიან არ და ვერ ჩაგრავს ქართველ ხალხს. მისი წამოცდენა ნიშნავს იმას, რომ მისთვის და მისნაირებისთვის ქართველის სიცოცხლე იყიდება ჩვეულებრივად და ძვირად შეუძლიათ, გაყიდონ“, - ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ისინი ნერვიულობენ იმაზე, რომ საქართველო არ ჩაერთო ომში და მერე ადამიანის სიცოცხლით ვერ ივაჭრეს.
„ნიკა გვარამია სინამდვილეში წუხს, რომ ხელისუფლებაში არ არის და კიდევ უფრო ძალიან არ და ვერ ჩაგრავს ქართველ ხალხს. რეალურად ამაზე წუხს. მაგრამ ეს წამოცდენა ნიშნავს იმას, რომ მისთვის და მისნაირებისთვის ქართველის სიცოცხლე, ისევე, როგორც აღმოჩნდა ვიღაცებისთვის, არ დავაკონკრეტებ, უკრაინელის სიცოცხლე, იყიდება ჩვეულებრივად და ძვირად შეუძლიათ, გაყიდონ. ისინი ნერვიულობენ, როგორ არ ჩაერთო საქართველო ომში და მერე ადამიანის სიცოცხლით როგორ ვერ ივაჭრეს იმ ხალხთან, რომელიც არანაირ ტრილიონებს არ ხარჯავს და რომც დახარჯონ, ეს რა მორალური მიდგომაა, ამას საზოგადოება კარგად ხვდება. ალბათ გაავსებენ სესხებით და არა ტრილიონებით, მერე მინერალებს, სხვადასხვა რესურსებს, მიწას, წიაღისეულს გადაინაწილებენ და ამისთვის ბრძოლაში იქნებოდნენ ისინი წარმატებულები, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ. ეს არის მათი მარტივი ამოცანა და ნერვიულობა, თუ რატომ ვერ მოახერხეს ეს. სამწუხარო ის არის, რომ არა მხოლოდ გარე დავალების მიმღები აგენტურა, არამედ გარეთ მათი პატრონები უფრო ნერვიულობენ იმაზე, რომ საქართველოში ეს ვერ მოახერხეს. იმიტომ, რომ საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი დამოუკიდებლობის ხარისხით. ის, რომ საქართველოში მიიღება გადაწყვეტილებები ქართველი ხალხისა და ამ ქვეყნის შესახებ, ეს ძალიან აწუხებთ გარეთ სხვადასხვა ჯგუფებს და შიგნით ეთნიკურად მათ წარმომადგენლებს. მხოლოდ ეთნიკურად, რადგან მათ რაიმე სხვა ქართული არ გააჩნიათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1784279622
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: ძალიან სიმბოლურია, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას იმ ფონზე, როდესაც საუბარია ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან
ძალიან სიმბოლურია, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას იმ ფონზე, როდესაც საუბარია ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - განაცხად...
1784279433
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: შემცირებულია სიძულვილის, ზიზღის გამომხატველი პოსტები სოციალურ ქსელებში და ამ შედეგზე თუ გავალთ, ეს არის უდავოდ და უალტერნატივოდ ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებასაც კი შეუწყობს ხელს
შემცირებულია სიძულვილის, ზიზღის გამომხატველი პოსტები სოციალურ ქსელებში და ამ შედეგზე თუ გავალთ, ეს არის უდავოდ და უალტერნატივოდ ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებ...
1784278898
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმე...
1784278186
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ეგონა, რომ გეოგრაფიიდან საერთოდ უნდა გადაეშალათ საქართველო, მაგრამ საქართველო არის იქ, სადაც არის, საქართველო ყოველთვის შეასრულებს განსაკუთრებულ როლს და მისიას შუა დერეფნის ნებისმიერ საკითხში
„საქართველო ყოველთვის შეასრულებს განსაკუთრებულ როლს და მისიას შუა დერეფნის ნებისმიერ საკითხში, ის არის სატრანზიტო ქვეყანა, ეს ისტორიული და გეოგრაფიული მისია მას ყოველთვის ექნება და ყველას მოუწევს ამის...
1784277595
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: ჩვენი ბოლოდროინდელი ურთიერთობა, განსაკუთრებით შუა აზიის ქვეყნებთან, ემსახურება საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებას და რეგიონში პოზიციების გამყარებას
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის თურქმენეთთან, რომელთანაც 24-მდე სხვადასხვა მნიშვნელოვან დოკუმენტს, მემორანდუმს მოეწერა ხელი, - განაცხადა...


























