მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი არ არის ოპოზიცია, არ არის პარტია, არცერთი - ეს არის დანაშაულებრივი აგენტურული ორგანიზაციები, რომლებიც უნდა აიკრძალოს

„ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი არ არის ოპოზიცია, არ არის პარტია, არცერთი. ეს არის დანაშაულებრივი აგენტურული ორგანიზაციები, რომლებიც უნდა აიკრძალოს. ამის საწინააღმდეგო, ნორმალურად მოფიქრალ ადამიანს არაფერი უნდა ჰქონდეს“, - ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, დანაშაულებრივი ორგანიზაცია არ შეიძლება იყოს ქვეყნის მმართველობის თუნდაც თეორიული პრეტენდენტი.

„ლოგიკური, მარტივი ჯაჭვი არსებობს - „ნაცმოძრაობა“ არის თუ არა დანაშაულებრივი ორგანიზაცია და არა პარტია? თუ კი, მაშინ დანაშაულებრივი ორგანიზაცია არ შეიძლება იყოს თუნდაც თეორიული პრეტენდენტი, ქვეყნის მმართველობის. არც მისი დანაყოფები არ შეიძლება იყვნენ და შესაბამისად ამისა, პარტიების აკრძალვა არის ამ ლოგიკის გაგრძელება ოპოზიცია არ არსებობს, დღეს ეს ნიშა მითვისებული აქვს აგენტურას, გარდა იმ, რამდენიმე პატარა პარტიისა, რომლებიც ნელ-ნელა ვითარდებიან, მაგრამ ჩვენგან გასული ადამიანების ოპოზიციონერობის დაჯერება უჭირთ. გავიგე, ეს მარტივია და მათი ოპონირებაც არ არის ისე მწვავე და საგნობრივ ოპონირებად დღეს ქვეყანაში არავის აინტერესებს მათი შექმნილი დღის წესრიგიდან გამომდინარე. დანარჩენი, „ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი არ არის ოპოზიცია, არ არის პარტია, არცერთი. ეს არის დანაშაულებრივი აგენტურული ორგანიზაციები, რომლებიც უნდა აიკრძალოს. ამის საწინააღმდეგო, ნორმალურად მოფიქრალ ადამიანს არაფერი უნდა ჰქონდეს. უცხო ქვეყნის ძალებმა, აგენტურამ ხელისუფლება არასდროს უნდა ჩაანაცვლოს. ეს არის მოცემულობა, რაც არის ლოგიკური ჯაჭვის ბოლო, რომელ ლოგიკურ ჯაჭვშიც პირველი ის არის, რომ „ნაცმოძრაობა“ დანაშაულებრივი ორგანიზაციაა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784280173

ახალი ამბები

კახა კალაძე: ე.წ. რიყის დოქებს სხვაგან გადაიტანენ თუ რა სახის პროექტი განხორციელდება, ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის

„თბილისის მერიამ გასცა ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა, ხოლო კერძო მესაკუთრე რა სახის ბიზნესსაქმიანობას აწარმოებს, ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ე...

კახა კალაძე

1784279622

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: ძალიან სიმბოლურია, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას იმ ფონზე, როდესაც საუბარია ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან

ძალიან სიმბოლურია, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას იმ ფონზე, როდესაც საუბარია ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - განაცხად...

მამუკა მდინარაძე

1784279433

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: შემცირებულია სიძულვილის, ზიზღის გამომხატველი პოსტები სოციალურ ქსელებში და ამ შედეგზე თუ გავალთ, ეს არის უდავოდ და უალტერნატივოდ ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებასაც კი შეუწყობს ხელს

შემცირებულია სიძულვილის, ზიზღის გამომხატველი პოსტები სოციალურ ქსელებში და ამ შედეგზე თუ გავალთ, ეს არის უდავოდ და უალტერნატივოდ ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებ...

მამუკა მდინარაძე

1784278898

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმე...

პროკურატურა

1784278186

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ეგონა, რომ გეოგრაფიიდან საერთოდ უნდა გადაეშალათ საქართველო, მაგრამ საქართველო არის იქ, სადაც არის, საქართველო ყოველთვის შეასრულებს განსაკუთრებულ როლს და მისიას შუა დერეფნის ნებისმიერ საკითხში

„საქართველო ყოველთვის შეასრულებს განსაკუთრებულ როლს და მისიას შუა დერეფნის ნებისმიერ საკითხში, ის არის სატრანზიტო ქვეყანა, ეს ისტორიული და გეოგრაფიული მისია მას ყოველთვის ექნება და ყველას მოუწევს ამის...

მამუკა მდინარაძე