მანანა მგალობლიშვილი: მივესალმები ახალ კანონს, რომლის საფუძველზე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა, უპასუხისმგებლო და ადამიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები დასჯადი ხდება, იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს

„მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში თავად საკმაოდ აქტიური ვარ, თითქმის ყველა სამედიცინო ჯგუფიდან ამოვეწერე, რადგან მრავალგზის დავრწმუნდი, რომ ისინი პირველ რიგში ადამიანთა მასების ბინძურ მანიპულაციას ეწევიან“, - ამის შესახებ ექიმი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ექიმი საკუთარ პოზიციას გამოხატავს სპეციალური სამმართველოს შექმნაზე, რომლის ფუნქციაც იქნება საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიების, აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება.

მგალობლიშვილი მიესალმება ახალ კანონს და ამბობს, რომ იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს.

„ვინც ამ საკითხში არაა გარკვეული, მოგახსენებთ, სამედიცინო ჯგუფების უმეტესობა შენიღბულია ჰუმანური და კეთილშობილური მიზნით - ჯგუფის წევრებისთვის სწორი სამედიცინო ინფორმაციის მისაწოდებლად და მათ დასახმარებლად. ამ ჯგუფებში ნებისმიერ ექიმს შეუძლია ჰქონდეს მარკეტინგული მხარდაჭერა გარკვეული თანხის სანაცვლოდ, რაც ადმინების შემოსავლის წყაროს წარმოადგენს და ეს ნორმალურია, თუმცა ეს ფასიანი მარკეტინგი ძალიან ბინძური და აგრესიული მეთოდებით მიმდინარეობს - ერთი და იგივე ექიმის მუდმივი ქება-დიდება-შეთავაზებით და სხვა რამდენიმე ექიმის მუდმივი ლანძღვა-გინებით, უმეტესად კი დაფარული და ფეიკი პროფილებით აქტიურობენ.

ბოლო დღეებში შემხვდა პოსტი, სადაც ერთ-ერთი ამტკიცებდა რაღაც სისულელეს ჩემთან მიმართებით და სანდოობისთვის იქვე წერდა, ყველა მისი (ანუ ჩემი) დაწერილი დანიშნულება მაქვსო. მე იქვე კომენტარში მივწერე, ძალიან გთხოვთ, ჩემი კონსულტაციის და ა.შ. კვლევების დასკვნები პირადში გამომიგზავნეთ, რომ გავიგო რაზე გაქვთ პრეტენზია და იქვე შევახსენე, რომ უსაფუძვლო და არაარგუმენტირებული სიძულვილის ენა სოციალურ ქსელებში ამიერიდან კანონით ისჯებაო. არ გასულა 10 წუთიც და ეს ქალბატონი ყველა თავისი კომენტარით გაქრა.

მინდა გითხრათ, რომ მივესალმები ახალ კანონს, რომლის საფუძველზე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა, უპასუხისმგებლო და ადამიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები დასჯადი ხდება. იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს.

P.S. გთხოვთ, ნუ მოაბამთ ჩემს ამ პოსტს პოლიტიკურ „კუდებს“. ამგვარი კომენტარები წაიშლება. გთხოვთ, გადააზიაროთ ეს პოსტი იმისათვის, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს“, - წერს მგალობლიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779977642

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სასურველია, კიდევ უფრო მეტად დასუსტდეს რადიკალური ოპოზიცია, ეს პირდაპირპროპორციულად განაპირობებს ჩვენი სახელმწიფო ინტერესების გაძლიერებას

რაც უფრო სუსტია ხოლმე რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო ძლიერია ხოლმე ქართული სახელმწიფო, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სასურვ...

ირაკლი კობახიძე:

1779976760

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული და ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება

ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული და ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური გა...

ირაკლი კობახიძე

1779976530

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენი ხელწერა არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი

ჩვენი ხელწერა არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს...

ირაკლი კობახიძე

1779976405

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს

მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობ...

ირაკლი კობახიძე

1779975846

ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

29 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, ბარისახოს ქუჩა N33-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვ...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი