პარლამენტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ წარადგინა.
პროექტის თანახმად, იქმნება „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დიპლომატიის აკადემია“, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს მიიღებს და განახორციელებს როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან კურსს.
მომხსენებლის განმარტებით, დიპლომატიის აკადემიის შექმნა და ფუნქციონირება ხელს შეუწყობს დიპლომატიური სამსახურისთვის, საჯარო და კერძო სექტორისთვის კვალიფიციური კადრების მომზადებას.
კანონპროექტით აგრეთვე იცვლება დიპლომატიური რანგების მინიჭების წესი და ფართოვდება უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობების ჩამონათვალი, რომლებსაც შეიძლება საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი მიენიჭოთ.
წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე, ცვლილება შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმად, მოქმედ კანონს ემატება ტერმინის - „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დიპლომატიის აკადემიის“ განმარტება.
დიპლომატიის აკადემია ექცევა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კატეგორიაში.
1779976405
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს
მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობ...
1779975846
ახალი ამბებიჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
29 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, ბარისახოს ქუჩა N33-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვ...
1779974800
ახალი ამბებიდარახველიძე გორში მომხდარ ინციდენტზე: უნდა აღინიშნოს, რომ ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო საპრევენციო ღონისძიება, შეჩერებული იქნა მოქალაქე, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სამინისტროს თანამშრომელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა
სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და აცხადებს სრულ მზაობას ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან, რათა სრულყოფილად და ობიექტურად დადგინდეს აღნიშნულ საქმეზე გარემოებები და დანაშაულის ჩამდენმა...
1779973694
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6708 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6716 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1779973601
ახალი ამბებიწალკაში, ყველის არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წალკაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინდივიდუალური მეწარმე ე. გ (მისამართი: წა...




























