ფინანსთა სამინისტრო: წარმატებით დასრულდა 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, წარმატებით დასრულდა 2026 წლის 21 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, სინდიკაციის მეთოდით განხორციელებული, 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება.

გამოშვებამ მაღალი დაინტერესება გამოიწვია, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან - მთლიანმა მოთხოვნამ 1.8 მილიარდ ლარამდე შეადგინა, რაც გამოსაშვებ მოცულობას 4.5 ჯერ აღემატება. გასათვალისწინებელია, რომ სინდიკაციის პროცესში, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა შემოსავლიანობის (yield) ორ ეტაპად შემცირება და მისი შესაბამისი ვადიანობის არსებული ფასიანი ქაღალდების საბაზრო ფასთან პრაქტიკული გათანაბრება. ამასთან, მთელი პროცესის განმავლობაში არარეზიდენტი ინვესტორების ძალიან მაღალი ინტერესი შენარჩუნდა და მოთხოვნამ 850 მლნ ლარს მიაღწია.

5.9 წლიანი ვადიანობის 400 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციების საბოლოო განაწილებით, მთლიანი გამოშვების 65% გადანაწილდა არარეზიდენტ ინვესტორებზე, ხოლო 35% რეზიდენტებზე.

ინვესტორთა ტიპების მიხედვით, საკმაოდ დივერსიფიცირებული შედეგი დადგა: 64% განაწილდა საერთაშორისო აქტივების მმართველ კომპანიებზე; 24% ადგილობრივ სადაზღვევო და საპენსიო ფონდებზე, 11% კომერციულ ბანკებზე, ხოლო 1% საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე.

არარეზიდენტი ინვესტორების ინტერესი, ასევე, მნიშვნელოვნად დივერსიფიცირებული იყო გეოგრაფიულ ჭრილშიც და საბოლოო განაწილებით არარეზიდენტი ინვესტორების 76%-ს გაერთიანებული სამეფოს ინვესტორები შეადგენენ, 19%-ს აშშ-ის, ხოლო 5%-ს ევროკავშირის ინვესტორები.

აღნიშნული გამოშვება მიზნად ისახავდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომ განვითარებას, მრავალფეროვანი ინსტრუმენტების დანერგვით და საერთაშორისო ინვესტორების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მაღალმოცულობიანი ტრანზაქციის შეთავაზებით. გამოშვება, ასევე, მიზნად ისახავდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრით მეტი არარეზიდენტი ინვესტორის დაინტერესებას და ინვესტორთა ბაზის მეტ სტრუქტურულ დივერსიფიკაციას. ტრანზაქციის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ დასახული მიზანი წარმატებით იქნა მიღწეული.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული სინდიკაცია განხორციელდა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით გათვალისწინებული წლიური წმინდა ზრდის (1.8 მილიარდი ლარი) ფარგლებში და არ გამოიწვევს ბიუჯეტისთვის დამატებითი რესურსის მოზიდვას და საშინაო ვალის დამატებით ზრდას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779970942

ახალი ამბები

სააკაშვილი თენგო თევზაძის უხეშ ქმედებაზე: ეს კადრები არის სრული კატასტროფა! არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის

„არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო, შეიძლება გაჭირვებული მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის“, - ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილი პარტია „ახალის“ გენერალური მდივნის თენგო თევ...

მიხეილ სააკაშვილი

1779970211

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწ...

პრემიერ-მინისტრი

1779970075

ახალი ამბები

ილია ინჯია: განათლების რეფორმა უდიდეს როლს შეასრულებს ჩვენი რეგიონების წინსვლაში, მინდა, მადლობა გადავუხადო და მხარდაჭერა გამოვუცხადო განათლების მინისტრსა და მის გუნდს პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და გაწეული სამუშაოსთვის

საქართველოს პარლამენტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინტერპელაციის წესით მოსმენისას, ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერმა...

ილია ინჯია

1779969389

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული და ჭკუა დარიგებული ქართველი რადიკალები ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე დადიან და არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ

უცხოეთიდან დაფინანსებული და ჭკუა დარიგებული ქართველი რადიკალები ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე დადიან და არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა...

დავით მათიკაშვილი

1779968888

ახალი ამბები

ქარი, ზღვაზე შტორმი და მდინარეებზე წყალმოვარდნები - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშ...

გარემოს ეროვნული სააგენტო