პრემიერი: ჩვენი ხელწერა არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი

ჩვენი ხელწერა არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, საზოგადოებამ იხილა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ადეკვატური, სათანადო და ჯანსაღი რეაქცია.

„ძალიან კარგია, რომ ეს კადრები გავრცელდა, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას მიეცა მყისიერად რეაგირების საშუალება. ეს იყო ძალიან მძიმე შემთხვევა და, რა თქმა უნდა, აქ იყო საჭირო მყისიერი სამართლებრივი რეაგირება. საზოგადოებამ იხილა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ადეკვატური, სათანადო, ჯანსაღი რეაქცია ამ მძიმე ფაქტზე. არც ერთი სამართალდარღვევა, მით უმეტეს ასეთი ტიპის სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშაონ მაქსიმალურად დახვეწილი ხელწერით. ეს არის ის, რაც მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლის შემდეგ და ეს არის ის ხელწერა, რასაც მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ. დღევანდელი ზომა, რაც არის უკვე მიღებული, ხელს შეუწყობს ჩვენი ხელწერის მაქსიმალურად შენარჩუნებას,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერის თქმით, წინა ხელისუფლების დროს, არათუ სჯიდნენ დამნაშავეებს, არამედ პირიქით, მათ ხელს აფარებდნენ.

„დახვეწილი ხელწერაა, როდესაც ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე. მინდა, შეგახსენოთ როგორი იყო წინა ხელისუფლების ხელწერა. ხელწერა იყო, მაგალითად, რაც მოხდა სანდრო გირგვლიანის შემთხვევაში. არათუ არ დასაჯეს რეალურად მაშინ დამნაშავეები, პირიქით, სასათბურე პირობები შეუქმნეს დამნაშავეებს. თქვენ თუ მომიტანთ ფაქტს, როდესაც ასეთი, მსგავსი რამ მოხდა და ხელისუფლებამ ხელი დააფარა, ეს იქნება ჯანსაღი შეპასუხება, მაგრამ მე მოგიტანთ უამრავ ფაქტს, როდესაც ხდებოდა მსგავსი დანაშაული და ამაზე არათუ არ რეაგირებდა წინა ხელისუფლება, არამედ პირიქით, ხელს აფარებდა ხოლმე დამნაშავეებს, მათ უქმნიდა ხოლმე სასათბურე პირობებს და გირგვლიანის საქმე არის მხოლოდ ერთი მაგალითი, რაც ამას ადასტურებს. ჩვენი ხელწერა არის განსხვავებული, ჩვენი ხელწერა არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი და ეს არის ის ხელწერა, რაზედაც გესაუბრებით“,- აღნიშნა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779974800

ახალი ამბები

დარახველიძე გორში მომხდარ ინციდენტზე: უნდა აღინიშნოს, რომ ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო საპრევენციო ღონისძიება, შეჩერებული იქნა მოქალაქე, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სამინისტროს თანამშრომელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა

სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და აცხადებს სრულ მზაობას ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან, რათა სრულყოფილად და ობიექტურად დადგინდეს აღნიშნულ საქმეზე გარემოებები და დანაშაულის ჩამდენმა...

ალექსანდრე დარახველიძე:

1779973694

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6708 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6716 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

საზოგადოება

1779973601

ახალი ამბები

წალკაში, ყველის არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წალკაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინდივიდუალური მეწარმე ე. გ (მისამართი: წა...

 ყველის არალეგალურ საწარმო

1779973338

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი განათლების მინისტრს: ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საქართველო მზად არის, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება

„ამ ეტაპზე, კარგი იქნება, სამინისტრომ მოამზადოს პირველადი ფინანსური დოკუმენტი - რა დაუჯდება სახელმწიფოს, სკოლას, რომ უზრუნველყოს მოსწავლეების უფასო კვება, თუნდაც რაღაც გარკვეულ ეტაპზე, გარკვეული კრიტე...

ეკა სეფაშვილი

1779972904

საზოგადოება

მებაჟე ოფიცრებმა მილიონ ლარზე მეტი არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფისა“ და ,,ქუთაისის აეროპორტის“ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას შემოს...

მებაჟე მებაჟე