შალვა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე: რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური, ამის ზედმეტი პოლიტიზება არაფერს მოუტანს არავის
„რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური. ამის ზედმეტი პოლიტიზება არაფერს მოუტანს არავის, არც არასდროს მოუტანია. რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა პატიმრისთვის უფასო სამედიცინო დახმარებას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რითაც ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, პენიტენციური სამსახური იმოქმედებს იმის მიხედვით, რა რეკომენდაციებსაც გასცემენ ექიმები.
„პროცესი გამჭვირვალედ მიდის, რამდენადაც შეიძლება ეს იყოს, როდესაც საქმე ეხება პერსონალურ ინფორმაცია ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ პენიტენციური სამსახური ჩართულია, მათ შორის არა მხოლოდ სამსახურის ექიმებს, არამედ ელენე ხოშტარიას პირად ექიმებსაც შეუძლიათ მისი მონახულება. რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური. ამის ზედმეტი პოლიტიზება არაფერს არ მოუტანს არავის, არც არასდროს მოუტანია.
ასე რომ თუ კი ვინმე გულშემატკივრობს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას, აქ მთავარია სამედიცინო მონაცემებს და ექიმის მონაცემებს მიჰყვნენ. რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა პატიმრისთვის უფასო სამედიცინო დახმარებას და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვას. როგორც ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც სრულად უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1782716501
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ასე...
1782715598
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს ყაზახეთთან ტრანსპორტის, ტურიზმის, ასევე შუა დერეფნის თვალსაზრისით და აღნიშნულ ვიზიტს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
„ჩვენ განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს ყაზახეთთან ტრანსპორტის, ტურიზმის, მათ შორის, შუა დერეფნის კონტექსტში, ასევე ვაჭრობის თვალსაზრისით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა...
1782713670
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ყაზახეთის დამოუკიდებლობის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმ...
1782712353
მსოფლიოვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1500-მდე აღწევს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 450-მდე გაიზარდა, - აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ვენესუელის ეროვნული ასამბლეის ხორხე როდრიგესის თქმით, დაშავებულია 3 150 ადამიანი, 12 721...
1782711674
სპორტიისტორიაში პირველად 14 წლამდე დაშნით მოფარიკავეთა შორის საქართველომ ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა
ისტორიაში პირველად 14 წლამდე დაშნით მოფარიკავეთა შორის საქართველომ ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშნით მოფარიკავე დანი...































