შალვა პაპუაშვილი „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაზე: როდესაც სამართლებრივი გზით მიდიხარ, სასამართლოს პროცედურებს უნდა დაემორჩილო, ეს ორგანიზაციები არიან კანონდამრღვევები, პატივს არ სცემენ არც კანონის უზენაესობას, არც დემოკრატიას

„პრობლემა იმაშია, რომ როდესაც სამართლებრივი გზით მიდიხარ, სასამართლოს პროცედურებს უნდა დაემორჩილო, რასაც ეს ორგანიზაციები არ აკეთებენ“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას. კერძოდ, კითხვა შეეხებოდა ევროსასამართლოს მიერ 5 არასამთავრობო ორგანიზაციის დაყადაღების საქმის არსებითი განხილვის დაწყებას.

პაპუაშვილის თქმით, ეს ორგანიზაციები არიან კანონდამრღვევები და კანონის უზენაესობას პატივს არ სცემენ.

„მათ მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, მოითხოვეს კანონის შეჩერება გადაწყვეტილების მიღებამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ უარი უთხრა, მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და არც სტრასბურგს არ შეუჩერებია. არც სტრასბურგმა, არც საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის მოქმედება განხილვის პროცესში არ შეაჩერეს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ უნდა შეასრულონ კანონი. მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ორგანიზაციები დღეს არიან კანონდამრღვევები, პატივს არ სცემენ არც კანონის უზენაესობას, არც დემოკრატიას, არც მართლწესრიგს, რაც კანონმორჩილებაში იგულისხმება.

ამიტომ მთავარი დასკვნა ეს უნდა გამოვიტანოთ, საქმე გვაქვს კანონდამრღვევებთან, რომლებიც უცხოური დაფინანსებით არიან ამ კანონდარღვევაში წახალისებულები. ვიცით, რომ ისინი არ რეგისტრირდებიან გამჭვირვალობის რეესტრში და მათი დამფინანსებლები დაფინანსებას კი არ უჩერებენ, ფულს უმატებენ, რითაც ახალისებენ საქართველოში კანონდარღვევას, რაც აღმაშფოთებელი ფაქტია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782716501

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ასე...

ნარკოტიკები

1782715598

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს ყაზახეთთან ტრანსპორტის, ტურიზმის, ასევე შუა დერეფნის თვალსაზრისით და აღნიშნულ ვიზიტს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

„ჩვენ განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს ყაზახეთთან ტრანსპორტის, ტურიზმის, მათ შორის, შუა დერეფნის კონტექსტში, ასევე ვაჭრობის თვალსაზრისით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა...

მარიამ ქვრივიშვილი

1782713670

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ყაზახეთის დამოუკიდებლობის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმ...

ირაკლი კობახიძე

1782712353

მსოფლიო

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1500-მდე აღწევს

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 450-მდე გაიზარდა, - აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ვენესუელის ეროვნული ასამბლეის ხორხე როდრიგესის თქმით, დაშავებულია 3 150 ადამიანი, 12 721...

ვენესუელაში მიწისძვრა

1782711674

სპორტი

ისტორიაში პირველად 14 წლამდე დაშნით მოფარიკავეთა შორის საქართველომ ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა

ისტორიაში პირველად 14 წლამდე დაშნით მოფარიკავეთა შორის საქართველომ ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშნით მოფარიკავე დანი...

 დაშნით მოფარიკავე