მარიამ ქვრივიშვილი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ პანელურ დისკუსიებზე სიტყვით წარდგება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი 22-23 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში პანელურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.
მინისტრი „შუა დერეფნის“ სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მის ეკონომიკურ გავლენაზე ისაუბრებს, ფოკუსი კი ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებაზე გაკეთდება. მარიამ ქვრივიშვილი ასევე ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკაზე.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პატრონაჟით ჩატარდება, 2000-მდე დელეგატი დაესწრება. მათ შორის, სახელმწიფოების მეთაურები, პრემიერ-მინისტრები, ვიცე-პრემიერები, აღმასრულებელი დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები და მედიის წარმომადგენლები. ათწლიანი ისტორიის მანძილზე პირველად საქართველო თბილისის ფინანსურ სამიტს სინგაპურში დაფუძნებულ ორგანიზაციასთან - Global Finance and Technology Network (GFTN), ერთად უმასპინძლებს.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ პირველად 2015 წელს ჩატარდა და უკვე ათ წელზე მეტია წამყვან საერთაშორისო ღონისძიებად იქცა, რომელიც ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული კავშირების სტრატეგიულ დისკუსიებს უწყობს ხელს.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
1776416047
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს, მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი, სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ
უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს. ამ ყველაფერს იუმორით თუ შევხედავთ, მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი. სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ, - ამის შესახებ პ...
1776415697
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მნიშვნელოვანია გამოწვევების ფონზე, რომლებიც ჩვენი რეგიონის გარშემო ხდება. საბედნიეროდ, რეგიონის ხელისუფლებები ბრძნულ პოლიტიკას მიჰყვებიან, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა
მნიშვნელოვანი იყო, რომ მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან გვქონდა შეხვედრა, თუმცა, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც ჩვ...
1776415528
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებელ ფაქტორად, მისი ფილტრით ვრცელდება საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაცია, ამიტომ არის მნიშვნელოვანია ორმხრივი კომუნიკაცია
ვხედავთ, რომ ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებელ ფაქტორად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში და მისი ფილტრით ხდება საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება, - ამის შესახებ საქართველ...
1776415457
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ვერაფერს სწავლობს „ნაცმოძრაობა“, ისევ ისეთ ბოროტ ძალად რჩება, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს
ძალიან სამწუხაროა, რომ პატრიარქის მაგინებლებს აძლევენ პლატფორმას, რათა გავრცელდეს მათი მოსაზრებები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილს კითხვა დ...
1776415417
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ამ ისტორიის გამჟღავნება არის ევროკავშირის სირცხვილი. დეტალურად ჩავეძიებით რასთან გვაქვს საქმე
ამ ისტორიის გამჟღავნება არის ევროკავშირის სირცხვილი. დეტალურად ჩავეძიებით რასთან გვაქვს საქმე, ვინ არიან ის ქართული პასპორტის მქონე ადამიანები, რომლებიც ასე ღიად, სპეცსამსახურების პროექტებში არიან ჩარ...


























