ირაკლი ზარქუა - ლონდონის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი გამარჯვებულად გამოაცხადა, ფინანსებზე რომ წვდომა შეზღუდული აქვს, ნონსენსია

 „ამჯერად ლონდონის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი გამარჯვებულად გამოაცხადა, მერამდენე საერთაშორისო სასამართლოს იგებს? მანამდეც ვამბობდით, რომ თუ ობიექტური სასამართლო შედგებოდა, ფაქტები იმდენად ცალსახა იყო, რომ ეს გადაწყვეტილება წინასწარვე ნათელი იყო და ამის მოლოდინიც გვქონდა“, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამგანაცხადა.

მისი თქმით, პრობლემა მის აღსრულებაშია, ბიძინა ივანიშვილს მის აქტივზე წვდომა ისევ შეზღუდული აქვს.

„ამ ადამიანმა მერამდენე სასამართლო უნდა მოიგოს და წვდომა რატომ ეზღუდება?, იმიტომ, რომ „დიფ სთეითის“ გავლენაა, მათ შორის ამ სასამართლოებზე, მის აღსრულებაზე. შვეიცარიული ბანკიც გააკოტრეს იმის გამო, რომ ამ ადამიანზე შანტაჟი, მუქარა, შეურაცხყოფა და იძულება გაგრძელებულიყო, რათა ქვეყანა უკრაინის გზას გაჰყოლოდა. ამას არ დაეთანხმა და თქვა, რომ სულ ერთი თეთრი რომ დამრჩეს, სახელმწიფო ინტერესებს არ დავთმობო. ამ საერთაშორისო სასამართლოშიც გაიმარჯვა, მაგრამ ამერიკის მხრიდან სანქცირებულია. ჩემთვის კომიკური სიტუაციაა – ვნახეთ, მსოფლიო პოლიტიკაში რა ხდება. არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთს ამერიკამ სანქციები მოუხსნას. ვნახეთ, რომ თურმე, ევროკავშირი ახლა იწყებს ნავთობპროდუქტების პაკეტის გამოცხობას და აქამდე სად იყვნენ? – ამ დროს ბიძინა ივანიშვილი იმისთვის ისჯება, რომ სამშობლო და სახელმწიფო ინტერესები არ გაყიდა. ფინანსებზე რომ წვდომა შეზღუდული აქვს, ნონსენსია“, – განაცხადა ზარქუამ.

ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისს“ სასამართლო დავა მოუგო. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763974506

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის აპარატი საპარლამენტო ჟურნალისტის სააკრედიტაციო განაცხადების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 საქართველოს პარლამენტის აპარატი საპარლამენტო ჟურნალისტის სააკრედიტაციო განაცხადების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2026 წლისთვის საპარლამენტო ჟურნალისტ...

პარლამენტი

1763973103

ახალი ამბები

პროკურატურამ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურადგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულისაშუალების უკანონო შეძენა, შენახვის დარეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირსბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ განცხადება...

პროკურატურა

1763971855

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება

 „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება. გამოცდისთვის რეგისტრაცია 24 ნოემბერს დაიწყება და 1-ელ დეკემბერს დ...

გივი მიქანაძე

1763971262

ახალი ამბები

ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე ხანძარია - სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენიც

 ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე ხანძარია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით მონაწილეობს 200-მდე მეხანძრე-მაშველი. ამის შესახებ ინფორმაციას...

ხანძარი

1763931371

საზოგადოება

გიორგი ხაინდრავა: სააკაშვილი იყო მოსკოვის პროექტი. ე.წ. ვარდების რევოლუციის დროს ჩამოფრინდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, შევიდა შევარდნაძესთან, რომელიც არ აპირებდა გადადგომას, ისაუბრეს და მან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება

მიხეილ სააკაშვილი იყო მოსკოვის პროექტი. ე.წ. ვარდების რევოლუციის დროს ჩამოფრინდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი. დილით შევიდა შევარდნაძესთან, რომელიც არ აპირებდა გადადგომას, ორი საათი ი...

ზოგადი