შალვა პაპუაშვილი: PABSEC-ის საქართველოს თავმჯდომარეობა ფოკუსირებული იქნება დაკავშირებადობის განვითარებაზე, ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობასა და საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებაზე
„ჩვენ გვჯერა, რომ დიალოგი და თანამშრომლობა სტაბილურობას განაპირობებს, ხოლო სტაბილურობა განვითარებას უწყობს ხელს. სწორედ ამ სულისკვეთებით იბარებს საქართველო PABSEC-ისა და, ასევე, BSEC-ის თავმჯდომარეობას. ჩვენ ამას ვაკეთებთ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით და მტკიცე შემართებით, რათა წვლილი შევიტანოთ ასამბლეის მისიის განხორციელებაში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 66-ე გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ისეთმა ინიციატივებმა, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და შავი ზღვის საბორნე მომსახურება, შესაძლოა გარდამტეხი როლი ითამაშონ დაკავშირებადობის სფეროში.
„ჩვენ გვჯერა, რომ დაკავშირებადობა - ფიზიკური, ციფრული, ეკონომიკური და ადამიანური - ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი ცენტრალური საყრდენი უნდა იყოს. ამ კონტექსტში, შუა დერეფანი, დაკავშირებადობის კუთხით, სწრაფ, ეფექტიან და უსაფრთხო მნიშვნელოვან მარშრუტად იქცა. მზად ვართ, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, შესაბამისი პოლიტიკა და პარტნიორული ურთიერთობები, რაც გაზრდის მის შესაძლებლობებსა და კონკურენტუნარიანობას. ისეთმა საფლაგმანო ინიციატივებმა, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და შავი ზღვის საბორნე მომსახურებები, შესაძლოა გარდამტეხი როლი ითამაშონ დაკავშირებადობის სფეროში. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დავაჩქაროთ ამ ინიციატივების განხორციელება.
ამასთანავე, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო BSEC-ის პროექტების განვითარების ფონდს (PDF) სექტემბერში ოფიციალურად დაწყებული საქართველო-თურქეთ-ბულგარეთის ერთობლივი პროექტის - „ლურჯი პორტის ინდექსი BSEC-ის ქვეყნებისთვის“ - დაფინანსებისთვის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ პროექტს, რადგან ვხედავთ მის პოტენციალს შავი ზღვის პორტების ეფექტიანობის გაზრდის კუთხით.
ჩვენ გვჯერა, რომ დიალოგი და თანამშრომლობა სტაბილურობას განაპირობებს, ხოლო სტაბილურობა განვითარებას უწყობს ხელს.
სწორედ ამ სულისკვეთებით იბარებს საქართველო PABSEC-ისა და, ასევე, BSEC-ის თავმჯდომარეობას. ჩვენ ამას ვაკეთებთ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით და მტკიცე შემართებით, რათა წვლილი შევიტანოთ ასამბლეის მისიის განხორციელებაში. საქართველოს თავმჯდომარეობა ფოკუსირებული იქნება დაკავშირებადობის განვითარებაზე, ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობასა და საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებაზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ PABSEC-ის წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„მზად ვართ, გამოვიყენოთ საპარლამენტო დიპლომატიის ძალა, რათა ჩვენი რეგიონი თანამშრომლობითა და შესაძლებლობებით გამოირჩეოდეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1763971262
ახალი ამბებიბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე ხანძარია - სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენიც
ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე ხანძარია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით მონაწილეობს 200-მდე მეხანძრე-მაშველი. ამის შესახებ ინფორმაციას...
1763931371
საზოგადოებაგიორგი ხაინდრავა: სააკაშვილი იყო მოსკოვის პროექტი. ე.წ. ვარდების რევოლუციის დროს ჩამოფრინდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, შევიდა შევარდნაძესთან, რომელიც არ აპირებდა გადადგომას, ისაუბრეს და მან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება
მიხეილ სააკაშვილი იყო მოსკოვის პროექტი. ე.წ. ვარდების რევოლუციის დროს ჩამოფრინდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი. დილით შევიდა შევარდნაძესთან, რომელიც არ აპირებდა გადადგომას, ორი საათი ი...
1763930840
საზოგადოებაგოგა ხაინდრავა: სააკაშვილის ხელისუფლება უნდა იყოს გასამართლებული პირველ რიგში სამშობლოს ღალატზე. მეორეხარისხოვანია, რომ ფულს იპარავდნენ. იმედი მაქვს, სასამართლო ამ ყველაფერში გაერკვევა
„ის ხელისუფლება უნდა იყოს გასამართლებული პირველ რიგში სამშობლოს ღალატზე. მეორეხარისხოვანია, რომ ფულს იპარავდნენ. იმედი მაქვს სასამართლო ამ ყველაფერში გაერკვევა“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ, რომელიც 2...
1763929646
საზოგადოებათინათინ რუხაძე: ქართულ დიასპორას გუშინ შევხვდით რომში, იტალიის საელჩოში. კულტურული პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია, რომ ჩვენს დიასპორებთან გვქონდეს პირდაპირი კავშირი
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ რომიდან პირდაპირი ჩართვისას ვატიკანის საიუბილეო დღეებში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით ისაუბრა. „ძალიან ამაღელვებელია ეს დღეები, რა...
1763929472
საზოგადოებათინათინ რუხაძე: ძალიან ამაღელვებელია ეს დღეები, რადგან არასოდეს ვატიკანში საიუბილეო დღეებთან დაკავშირებით ქართული სიტყვა, მრავალხმიანობა, სიმღერა, გალობა არ ყოფილა
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ რომიდან პირდაპირი ჩართვისას ვატიკანის საიუბილეო დღეებში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით ისაუბრა. „ძალიან ამაღელვებელია ეს დღეები, რა...



























