მებაჟე ოფიცრებმა სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 979 აბი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და ფსიქოტროპული ნივთიერების („პრეგაბალინი“) შემცველი 47 კაფსულა მედიკამენტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევ მოქალაქეს, 2 შეფუთვად დაფასოებული აკრძალული საშუალებები სხეულის სხვადასხვა ადგილას მალულად ჰქონდა განთავსებული.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.
1770010167
ახალი ამბებირიმა ბერაძე ფასების დარეგულირების საკითხზე - ვცდილობთ, ეს ღონისძიება აპრილამდე იყოს გატარებული
დღეიდან პარლამენტში ფასების დარეგულირების საკითხზე მსჯელობა იწყება. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, მათი პოლიტიკურ ძალა ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ სურსათზე...
1770008679
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
2 თებერვალს ქუთაისში წვიმებს, დღისით +17 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო...
1770008529
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ კონკრეტული მიმართულებებით ფასები დაიკლებს
„ყველას ჩართულობით ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ კონკრეტული მიმართულებებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რიგითი მოქალაქისთვის, ფასები დაიკლებს“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომა...
1769978819
საზოგადოებალაშა ხუციშვილი: ევროობლიგაციების გამოშვებით ბანკებსაც და კომპანიებსაც ნამდვილად შეუმცირდებათ საპროცენტო განაკვეთები, როდესაც ისინი განათავსებენ სხვადასხვა ბაზრებზე
სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ევროობლიგაციები არის ერთგვარი ნიშნული, ე.წ ბენჩმარკი ნებისმიერი ბიზნესისთვის საქართველოში, ეს იქნება საფინანსო დაწესებულება თუ სხვა ბიზნეს ოპერატორი. ეს ხელს შეუწყობს ბიზნ...
1769977641
საზოგადოებალაშა ხუციშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შეუძლია, ძალიან წარმატებით მოიზიდოს ფინანსური რესურსი, არამედ უკვე ღია ბაზარზეც შეუძლია, წარმატებით მოახდინოს ობლიგაციების გამოშვება
საქართველომ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შეუძლია, ძალიან წარმატებით მოიზიდოს ფინანსური რესურსი, არამედ უკვე ღია ბაზარზეც შეუძლია, ძალიან წარმატებული იყოს, წარმატებით...





























