ვადაგასული პრეპარატები და კრიტიკული შეუსაბამობები - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარული კლინიკები შეამოწმა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტებმა, დედაქალაქში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად ვეტერინარულ კლინიკებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
შემოწმებული 20 ობიექტიდან დარღვევები აღინიშნა 8 ვეტერინარულ კლინიკაში: შპს „ახალი ვეტერინარული კლინიკა“, ინდმეწარმე დ. ს., შპს ვეტერინარული კლინიკა „ვეტ.არტ“, შპს ,,დტნბ’’, შპს „ზარავეტ“, შპს „ვეტცენტრი ზოოპლაზა“, ინდმეწარმე თ.ძ. (ბიონიკა), შპს „ვეტ. საავადმყოფო“.
ინსტრუმენტების არასათანადო სტერილიზაციის გამო საქმიანობა შეუჩერდა 2 კლინიკას. დაფიქსირდა ასევე ვაქცინების შენახვის წესის დარღვევა, არარეგისტრირებული, ვადაგასული და უვარგისად მიჩნეული პრეპარატების გამოყენება, საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტო კლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. მიმდინარე წელს 1500-მდე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.
„სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501.
რეაგირების გარეშე არცერთი შეტყობინება არ დარჩება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1770010167
ახალი ამბებირიმა ბერაძე ფასების დარეგულირების საკითხზე - ვცდილობთ, ეს ღონისძიება აპრილამდე იყოს გატარებული
დღეიდან პარლამენტში ფასების დარეგულირების საკითხზე მსჯელობა იწყება. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, მათი პოლიტიკურ ძალა ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ სურსათზე...
1770008679
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
2 თებერვალს ქუთაისში წვიმებს, დღისით +17 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო...
1770008529
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ კონკრეტული მიმართულებებით ფასები დაიკლებს
„ყველას ჩართულობით ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ კონკრეტული მიმართულებებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რიგითი მოქალაქისთვის, ფასები დაიკლებს“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომა...
1769978819
საზოგადოებალაშა ხუციშვილი: ევროობლიგაციების გამოშვებით ბანკებსაც და კომპანიებსაც ნამდვილად შეუმცირდებათ საპროცენტო განაკვეთები, როდესაც ისინი განათავსებენ სხვადასხვა ბაზრებზე
სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ევროობლიგაციები არის ერთგვარი ნიშნული, ე.წ ბენჩმარკი ნებისმიერი ბიზნესისთვის საქართველოში, ეს იქნება საფინანსო დაწესებულება თუ სხვა ბიზნეს ოპერატორი. ეს ხელს შეუწყობს ბიზნ...
1769977641
საზოგადოებალაშა ხუციშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შეუძლია, ძალიან წარმატებით მოიზიდოს ფინანსური რესურსი, არამედ უკვე ღია ბაზარზეც შეუძლია, წარმატებით მოახდინოს ობლიგაციების გამოშვება
საქართველომ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შეუძლია, ძალიან წარმატებით მოიზიდოს ფინანსური რესურსი, არამედ უკვე ღია ბაზარზეც შეუძლია, ძალიან წარმატებული იყოს, წარმატებით...





























