ლაშა ხუციშვილი: ევროობლიგაციების გამოშვებით ბანკებსაც და კომპანიებსაც ნამდვილად შეუმცირდებათ საპროცენტო განაკვეთები, როდესაც ისინი განათავსებენ სხვადასხვა ბაზრებზე

სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ევროობლიგაციები არის ერთგვარი ნიშნული, ე.წ ბენჩმარკი ნებისმიერი ბიზნესისთვის საქართველოში, ეს იქნება საფინანსო დაწესებულება თუ სხვა ბიზნეს ოპერატორი. ეს ხელს შეუწყობს ბიზნესს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ევროობლიგაციების გავლენაზე კერძო სექტორთან მიმართებით საუბრისას.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით ბანკებიც და კომპანიებიც საკმაოდ აქტიურები არიან. მინისტრის განმარტებით, მათ შეუმცირდებათ საპროცენტო განაკვეთები, როდესაც ისინი განათავსებენ სხვადასხვა ბაზრებზე.

„როდესაც ქვეყნის რეიტინგი დგება, რომელიც აჩვენებს, რომ ნაკლებრისკიანია ქვეყანა, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ის კომპანიებიც, რომლებიც ამ ქვეყანაში მონაწილეობენ ბიზნესში, შედარებით ნაკლებრისკიანები არიან. ნაკლები რისკი კი ნიშნავს უფრო დაბალ პროცენტს და დაბალ პროცენტში მოზიდულ ფინანსებს ნებისმიერი კერძო კომპანიისთვის საქართველოში. ეს მნიშვნელოვანი ნიშნული იქნება ნებისმიერი კერძო კომპანიისთვის, რომელიც აპირებს დამატებით ფულადი რესურსის მოძიებას საზღვარგარეთ“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769969346

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია ბიზნესმა განაგრძოს ზრდა და განვითარება, თუმცა სახელმწიფომ უნდა დაიცვას სწორი ბალანსი მოსახლეობის და ბიზნესის ინტერესებს შორის

ჩვენი მხრიდან მოხდა დაახლოებით 9 ფაქტორის იდენტიფიცირება, რომელიც ახდენს ფასის გაძვირებაზე პირდაპირ ეფექტს. ჩვენ ძალიან გულწრფელად და პირდაპირ წარვუდგინეთ ამ კვლევის შედეგები კერძო სექტორის წარმომადგე...

მარიამ ქვრივიშვილი

1769967692

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: კარგი იქნება, მიხაელ გალერს თუ გააგებინებენ, რომ რუსული ნარატივი აღარ მუშაობს, გაცვდა მისი ლექსიკა, პირველ რიგში, საკუთარი თავის უპატივცემულებაა, ეს არ არის გერმანელი ხალხის პოზიცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მიხაელ გალერი უპატივცემულობას გამოხატავს. მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა მიხაელ...

ლევან მაჭავარიანი

1769967190

საზოგადოება

პრემიერი: მთავარი მიზანი იმისა, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, არის საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფა, ჩვენი მთავარი ამოცანაა დეპოლარიზაცია, ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილის თავიდან არიდება ჩვენი საზოგადოებისთვის

მთავარი მიზანი იმის, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, არის საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში. როგორც მ...

ირაკლი კობახიძე

1769966581

საზოგადოება

იაგო ხვიჩია: პოლიტიკოსისთვის დებატები ისეთია, როგორც ფეხბურთელისთვის საფეხბურთო მატჩი, შესაბამისად პრობლემა ის არის, რომ აქამდე არ არის პოლიტიკური დებატები და ძალით არის მკვდარი პოლიტიკური სივრცე

პოლიტიკოსისთვის დებატები ისეთია, როგორც ფეხბურთელისთვის საფეხბურთო მატჩი, შესაბამისად პრობლემა ის არის, რომ აქამდე არ არის პოლიტიკური დებატები და ძალით არის მკვდარი პოლიტიკური სივრცე, - განაცხადა გადა...

იაგო ხვიჩია

1769964496

საზოგადოება

პრემიერი: ყველასთან მზად ვარ, გავმართო დებატები, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით, მიზანმიმართულად დავჯდებოდი იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ, რომლებიც ნებისმიერ სივრცეში აკრიტიკებენ ამ რეფორმას

ყველასთან მზად ვარ, რომ დავჯდე და გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში....

ირაკლი კობახიძე