ლაშა ხუციშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შეუძლია, ძალიან წარმატებით მოიზიდოს ფინანსური რესურსი, არამედ უკვე ღია ბაზარზეც შეუძლია, წარმატებით მოახდინოს ობლიგაციების გამოშვება

საქართველომ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შეუძლია, ძალიან წარმატებით მოიზიდოს ფინანსური რესურსი, არამედ უკვე ღია ბაზარზეც შეუძლია, ძალიან წარმატებული იყოს, წარმატებით მოახდინოს ობლიგაციების გამოშვება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მან ისაუბრა, თუ რა ნაბიჯები გადადგა სამინისტრომ, რომ საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესება გამოეწვია.

მინისტრის თქმით, გამოწვევები მსოფლიოს მასშტაბით დიდია, იქიდან გამომდინარე, რომ საფინანსო ბაზრები დღესდღეობით კარგ მდგომარეობაში არ არის, შესაბამისად, ეს არ წარმოადგენდა ხელის შემწყობ ფაქტორს საქ მიერ გამოშვებული ევროობლიგაციისთვის, თუმცა ქართულმა მხარემ მაინც შეძლო ინვესტორებისთვის დეტალურად გაეცნო საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა.

„ამის მიუხედავად, ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ინვესტორებთან. ინვესტორებს დეტალურად გავაცანით საქართველოს მდგომარეობა. ის, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში მსოფლიოში საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით და იგი საშუალოდ, 9,3%-ია. ის, რომ ფისკალური მონაცემები, როგორც ვალის მიმართულებით, ასევე ბიუჯეტის დეფიციტის მიმართულებით, ნამდვილად საუკეთესოა, ბუნებრივია, ეს ინვესტორებში დამატებით ნდობას იწვევს და ზოგადად, ის პოლიტიკა, რა პოლიტიკასაც ქვეყანა, საქართველოს მთავრობა ახორციელებს. ყველაფერმა ამან მოიტანა ის, რომ ინვესტორების მხრიდან ძალიან დიდი ნდობა და ძალიან დიდი ინტერესი იყო.

ზოგადად, დაახლოებით, 2-2,5-ჯერ მეტი მოთხოვნა ითვლება საკმაოდ კარგ შედეგად, თუმცა ამ შემთხვევაში 5,5-ჯერ აღემატებოდა ბაზარზე შეთავაზებულ ვარიანტს ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა, რაც განსაკუთრებულ დიდ ნდობას აჩვენებს ინვესტორების მხრიდან. ამ მიმართულებით საქართველომ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შეუძლია, ძალიან წარმატებით მოიზიდოს ფინანსური რესურსი, არამედ უკვე ღია ბაზარზეც შეუძლია, ძალიან წარმატებული იყოს, წარმატებით მოახდინოს ობლიგაციების გამოშვება.

ეს არის ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაპირებთ აქტიურობას არა მხოლოდ ევროობლიგაციების ბაზარზე, არამედ სხვა ბაზრებზეც, მათ შორის აზიის ბაზრებზეც, რომელიც ძალიან საინტერესოდ გამოიყურება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

საქართველოს მთავრობამ 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვება/რეფინანსირება წარმატებით განახორციელა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769969346

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია ბიზნესმა განაგრძოს ზრდა და განვითარება, თუმცა სახელმწიფომ უნდა დაიცვას სწორი ბალანსი მოსახლეობის და ბიზნესის ინტერესებს შორის

ჩვენი მხრიდან მოხდა დაახლოებით 9 ფაქტორის იდენტიფიცირება, რომელიც ახდენს ფასის გაძვირებაზე პირდაპირ ეფექტს. ჩვენ ძალიან გულწრფელად და პირდაპირ წარვუდგინეთ ამ კვლევის შედეგები კერძო სექტორის წარმომადგე...

მარიამ ქვრივიშვილი

1769967692

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: კარგი იქნება, მიხაელ გალერს თუ გააგებინებენ, რომ რუსული ნარატივი აღარ მუშაობს, გაცვდა მისი ლექსიკა, პირველ რიგში, საკუთარი თავის უპატივცემულებაა, ეს არ არის გერმანელი ხალხის პოზიცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მიხაელ გალერი უპატივცემულობას გამოხატავს. მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა მიხაელ...

ლევან მაჭავარიანი

1769967190

საზოგადოება

პრემიერი: მთავარი მიზანი იმისა, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, არის საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფა, ჩვენი მთავარი ამოცანაა დეპოლარიზაცია, ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილის თავიდან არიდება ჩვენი საზოგადოებისთვის

მთავარი მიზანი იმის, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, არის საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში. როგორც მ...

ირაკლი კობახიძე

1769966581

საზოგადოება

იაგო ხვიჩია: პოლიტიკოსისთვის დებატები ისეთია, როგორც ფეხბურთელისთვის საფეხბურთო მატჩი, შესაბამისად პრობლემა ის არის, რომ აქამდე არ არის პოლიტიკური დებატები და ძალით არის მკვდარი პოლიტიკური სივრცე

პოლიტიკოსისთვის დებატები ისეთია, როგორც ფეხბურთელისთვის საფეხბურთო მატჩი, შესაბამისად პრობლემა ის არის, რომ აქამდე არ არის პოლიტიკური დებატები და ძალით არის მკვდარი პოლიტიკური სივრცე, - განაცხადა გადა...

იაგო ხვიჩია

1769964496

საზოგადოება

პრემიერი: ყველასთან მზად ვარ, გავმართო დებატები, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით, მიზანმიმართულად დავჯდებოდი იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ, რომლებიც ნებისმიერ სივრცეში აკრიტიკებენ ამ რეფორმას

ყველასთან მზად ვარ, რომ დავჯდე და გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში....

ირაკლი კობახიძე