მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან ბრძოლის წინ – გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ, რადგან მასზე მაღალი დონის მებრძოლი ვარ

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან UFC-ს სუპერმსუბუქი (61კგ) წონის საჩემპიონო ბრძოლის წინ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„აბუ დაბიში ყოფნა ძალიან მახარებს. საბრძოლო კვირეულის რუტინა მიმდინარეობს – ვარჯიშები, წონის კლება და მედიასთან კომუნიკაცია.

ფორმაში ვარ და თავს მშვენივრად ვგრძნობ. მართალია, გადატვირთული გრაფიკი მქონდა, მაგრამ წუწუნი არ მჩვევია. პროფესიონალი ვარ და რამე რომც მაწუხებდეს, ოქტაგონზე მაინც გავალ. ახლა კი მოგების უდიდესი სურვილი მაქვს.

სანამ ზუსტ დროს გავიგებდი, დალოდება ნამდვილად სტრესული იყო. თუმცა როგორც კი თარიღი დადასტურდა, დაძაბულობა მომეხსნა. ჩხუბი ძალიან მომენატრა და მჯერა, რომ ახლა ჩემს საუკეთესო ვერსიას ვაჩვენებ.

რა თქმა უნდა, კონკურენტული გარემო მიყვარს. ჭიდაობამ მომცა საშუალება, ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და მაყურებლის წინაშე გამოსვლის წნეხს შევჩვეოდი. საქართველოში უამრავი გულშემატკივრის წინაშე გამოსვლა განსხვავებული ემოცია იყო. ამასთან, ამერიკის რამდენიმე შტატშიც ვიასპარეზე, რამაც დამატებითი გამოცდილება შემძინა და განვითარებაში დამეხმარა.

ეს მესამე შეხვედრაა. პირველად უპირატესობა ჩემ მხარეს იყო და გავიმარჯვე, მეორე დაპირისპირებაც ცალმხრივად წარიმართა, თუმცა ჩემთვის სავალალოდ დასრულდა. ახლა დარწმუნებული ვარ მოგებაში, რადგან მასზე მაღალი დონის მებრძოლი ვარ და ეს უნდა დავამტკიცო. მომზადებაში დიდი შრომა ჩავდე. ახლა მთავარია, გავიდე, ჩემი საქმე შევასრულო, გამარჯვება ვიზეიმო და მომდევნო კვირას უკვე მშვიდად დავისვენო.

მინდა, რომ პოზიტიურად ვიყო და ამ პროცესით ვისიამოვნო. მადლიერების გრძნობა სიმშვიდეს მანიჭებს. UFC-ში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო და ახლა უკვე ამ რეალობაში ვცხოვრობ. მთავარია, ბოლომდე დავიხარჯო და ჩემი სტილი ვაჩვენო. შედეგის მიუხედავად, ბედნიერი ვიქნები, თუმცა ვიცი, რომ თუ ჩემს შესაძლებლობებს სრულად გამოვავლენ, ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებ“, – ამბობს დვალიშვილი.მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის საჩემპიონო ბრძოლა 24 ოქტომბერს აბუ დაბიში ჩატარდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792733019

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: როდესაც შენს ჯარისკაცს ომის დანაშაულს დააბრალებ, ხარ სამშობლოს მოღალატე - ეს არის ერთ-ერთი დასაბუთება იმისა, თუ რატომ არის „ნაციონალური მოძრაობა“ არაკონსტიტუციური

„როდესაც შენს ჯარისკაცს ომის დანაშაულს დააბრალებ და რისკის ქვეშ დააყენებ, რომ ჰააგის სასამართლოში კონკრეტული ჯარისკაცების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები დაიწყოს, ხარ სამშობლოს მოღალატე“, - განა...

არჩილ გორდულაძე

1792732426

მსოფლიო

ძლიერი მიწისძვრა ჩინეთში - დაღუპულია 16 ადამიანი

„ჩინეთში, ტიბეტის რეგიონში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა“, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. ძლიერმა სტიქიამ ასობით სახლი დაანგრია,...

 მიწისძვრა ჩინეთში

1792730970

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე, პეტერ მადიარის მიწვევით, უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება

საქართველოს მთავრობის მეთაური, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება. უნგრეთის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე ღონი...

ირაკლი კობახიძე

1792701766

მსოფლიო

პუტინი: სამმხრივი მოლაპარაკებების მიზანი, სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევის შემდეგ უკრაინისა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხის განხილვა იქნება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვმა აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დროს კიევთან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. „რაც შეეხება აშშ-ის ადმინი...

პუტინი პუტინი

1792699426

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბათუმში, თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, რაშიდ მერედოვს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებ...

მაკა ბოჭორიშვილი