მეუფე გერასიმე: სევდანარევია ჩვენი დღე, პირველი წელია, როდესაც უწმინდესის გარეშე ვხვდებით ამ დიდებულ დღესასწაულს, პატრიარქი გვაიმედებდა ნურაფრის ნუ გეშინიათო, ამ იმედით ვართ აღვსილები
სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ აღავლინა.
წირვის დაწყებამდე მან მრევლს ქრისტეს აღდგომა მიულოცა და ქვეყანას გამთლიანება უსურვა. ლიტურგიას თავდაცვის მინისტრი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. სევდანარევი არის ჩვენი დღე. პირველი წელი არის, როდესაც უწმინდესის გარეშე ვხვდებით ამ დიდებულ დღესასწაულს. ყოველთვის პატრიარქი გვაიმედებდა - ნურაფრის ნუ გეშინიათო. ჩვენც ამ იმედით ვართ აღვსილები და გვინდა მივულოცოთ ჩვენს სულიერ ძმებს აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ჩვენს სამშობლოს ფარგლებს გარეთ მყოფ ძალიან ბევრ ქართველს, იმედიანად იყვნენ, რამე თუ დღევანდელი დღე არის სიყვარულის და სიხარულის დღე“, - აცხადებს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე (შარაშენიძე).
1775979803
მსოფლიოუნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
უნგრეთში დღეს, 12 აპრილს საპარლამენტო არჩევნები იმართება. კენჭისყრაში ხუთი პარტია მონაწილეობს, თუმცა ძირითადი კონკურენტები არიან მმართველი პარტია „ფიდესი“ და ოპოზიციური „ტისა“. არჩევნები შერეული სისტე...
1775978895
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრნენ. საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პ...
1775977437
მსოფლიორომის პაპი: კმარა ძალის დემონსტრირება! კმარა ომი! ჭეშმარიტი ძალა სიცოცხლის მსახურებაში ვლინდება
რომის პაპმა ლეო XIV-მ ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, მსოფლიოში მშვიდობისთვის სალოცავი ლიტურგია ჩაატარა. მესის დროს მან მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, შეჩერდნენ და მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას „და ა...
1775976250
ახალი ამბებიაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოჯახთან ერთად სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ოჯახთან ერთად, ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. სააღდგომო ღვთისმსახურ...
1775974803
ახალი ამბები12-13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ, უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივად იქნება შესაძლებელი - სატრანს...































