ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

 პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება, განაცხადა, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

როგორც სამხარაძე აღნიშნავს, თბილისის დროით, შუაღამისას ცნობილი იქნება წინასწარი შედეგები.

„უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები დღეს თბილისის დროით 8 საათზე დაიწყო. ჩვენი დელეგაცია ამ არჩევნებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით აკვირდება ქალაქ სეგედში. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ მაღალია ამომრჩევლების აქტივობა.

11 საათისთვის ქალაქ სეგედში დაახლოებით 40% იყო ამომრჩეველთა აქტივობა და ელოდებიან, რომ ზოგადად უნგრეთის მასშტაბით დღეს ამომრჩეველთა აქტივობა იქნება 72%, რაც უპრეცედენტოდ მაღალი პროცენტია როგორც ზოგადად ევროპის ქვეყნებისთვის, ასევე, უნგრეთის შემთხვევაში. ამ არჩევნებს დაახლოებით 150-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება.

 

როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან. ჩვენ დავესწარით უბნის გახსნის პროცედურებს, რომელიც საკმაოდ წყნარ, მშვიდ ატმოსფეროში ჩატარდა. ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერჯერობით არჩევნები საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. უნგრეთში არ არის გამოყენებული ელექტრონული აპარატურა.

 

არჩევნები ტარდება ძველი ტრადიციული მეთოდით. თბილისის დროით, 9 საათისთვის უბნები დაიხურება და შუაღამისთვის ჩვენ უკვე გვეცოდინება წინასწარი შედეგები. საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში იქიდან გამომდინარე, რომ ორ ძირითად პარტიას შორის საკმაოდ პატარა პროცენტული სხვაობაა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775982621

ახალი ამბები

12 და 13 აპრილს თბილისში სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს

12-13 აპრილს ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხ...

ავტობუსი

1775980738

ახალი ამბები

გეკა გელაძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მორიგე თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს ბაზაზე მოქმედ, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვია და მორიგე თანამშრომლებს აღდგომის ბრწყინვა...

გეკა გელაძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მორიგე თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

1775979803

მსოფლიო

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

უნგრეთში დღეს, 12 აპრილს საპარლამენტო არჩევნები იმართება. კენჭისყრაში ხუთი პარტია მონაწილეობს, თუმცა ძირითადი კონკურენტები არიან მმართველი პარტია „ფიდესი“ და ოპოზიციური „ტისა“. არჩევნები შერეული სისტე...

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

1775978895

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრნენ. საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პ...

შალვა პაპუაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

1775977437

მსოფლიო

რომის პაპი: კმარა ძალის დემონსტრირება! კმარა ომი! ჭეშმარიტი ძალა სიცოცხლის მსახურებაში ვლინდება

რომის პაპმა ლეო XIV-მ ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, მსოფლიოში მშვიდობისთვის სალოცავი ლიტურგია ჩაატარა. მესის დროს მან მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, შეჩერდნენ და მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას „და ა...

რომის პაპი