მეუფე იოანე: ჩვენ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე - გავიზიაროთ პატრიარქის შემოთავაზება და დავეთანხმოთ მას, როგორც მის კურთხევას და მის ანდერძს, თუ უგულებელვყოთ პატრიარქის ანდერძი

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ მომავალი პატრიარქის არჩევნების შესახებ ილაპარაკა.

მისი თქმით, ეკლესია ახლა, პირველ რიგში, პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-40 დღისთვის, შემდეგ ეკლესიის საერთო კრებისა და ახალი პატრიარქის არჩევისთვის ემზადება.

იოანე გამრეკელი განმარტავს, რომ ეკლესია არჩევანის წინაშე დგას - გაიზიარონ პატრიარქის შემოთავაზება და დაეთანხმონ მას, როგორც კათალიკოსის ანდერძს, თუ უგულებელყონ ილია მეორის ანდერძი, რომ წლების განმავლობაში მეუფე შიო პატრიარქის კურთხევით და სახელით მოქმედებდა და პატრიარქს წარმოადგენდა.

მიტროპოლიტის განცხადებით, ახლა სერიოზული გამოცდის წინაშე დგას ეკლესია, სინოდი და ერი.

მეუფე იოანე აღნიშნავს, რომ უმრავლესობისთვის უმტკივნეულო იქნება, რომ ეკლესია პატრიარქის არჩევანს დაეთანხმოს.

„ჩვენ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე - გავიზიაროთ პატრიარქის შემოთავაზება და დავეთანხმოთ მას, როგორც მის კურთხევას და მის ანდერძს, თუ უგულებელვყოთ პატრიარქის ანდერძი. წლების მანძილზე მეუფე შიო პატრიარქის კურთხევით მოქმედებდა, პატრიარქის სახელით და მან უკვე იცის არეალი საქმიანობის, დამოკიდებულებების, ურთიერთობების, გარკვეული გამოცდილება შეიძინა მან და ერი და ბერი შეეჩვია, რომ ის წარმოადგენდა პატრიარქს. უწმინდესმა მშვიდობის შესანარჩუნებლად ჩვენ შემოგვთავაზა თავისი არჩევანი. უწმინდესმა ასე აირჩია“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776228891

ახალი ამბები

პარლამენტი დღეს ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციით დაიწყება. საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინტერპელაციის ფორმატით მოსმენა ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მოითხოვა....

მაკა ბოჭორიშვილი

1776200147

ახალი ამბები

სპორტის მინისტრი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო - თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს 16-19 აპრილს უმასპინძლებს

16-19 აპრილს თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. კონტინენტის პირველობის მოსამზადებელ სამუშაოებს „თბილისი არენაზე“ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე გაეცნო. ინორმაციას სპორტის მსა...

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატ

1776198930

ახალი ამბები

15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე ხუთი თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამშენებლო არეალში...

ზოგადი

1776198458

მსოფლიო

Bloomberg: აშშ-ის მოკავშირეებს კვლავ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება

აშშ-ის მოკავშირეებს კვლავ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საპირისპირო განცხადებებისა. აღნიშნულის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. სააგენტო წერს, რომ პ...

 აშშ-ის მოკავშირეები

1776197769

ახალი ამბები

Reuters: აშშ-მა რუსეთის ფარგლებს გარეთ „ლუკოილის“ ბენზინგასამართი სადგურების გახსნის ნებართვა გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გაახანგრძლივა სპეციალური ნებართვა, რომელიც რუსულ ბენზინგასამართ სადგურების ქსელ „ლუკოილს“ საშუალებას მისცემს, გააგრძელოს ოპერირება რუსეთის ფარგლებს გარ...

ბენზინგასამართი სადგურები