1 მილიონი ტურისტული ვიზიტი 3 თვეში - ახალი რეკორდი

2026 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით საქართველოში 997,529 საერთაშორისო ტურისტის ვიზიტი შედგა, რაც 4%-ით, 38,582 ვიზიტით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტურისტული ვიზიტების ზრდის კუთხით 2026 წლის პირველ კვარტალში ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

2026 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში 1,300,505 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -1.1%-ით, -14,323 ვიზიტით ნაკლებია.
3 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან დაფიქსირდა და 238,368 შეადგინა.

ვიზიტორთა ტოპ 15-ში მეზობელ ქვეყნებთან ერთად არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ჩინეთი, ინდოეთი და სხვა მიზნობრივი ქვეყნები.

2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 96,226 ვიზიტი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +30.2%-ით მეტია:

• გერმანია +37.6%
• პოლონეთი +34.3%
• გაერთიანებული სამეფო +45.7%
• იტალია +70.7%
• საბერძნეთი +21.7%
• საფრანგეთი +24.7%
• სლოვაკეთი +87.6%
• ლიეტუვა +29.9%
• ესპანეთი +44.4%
• ნიდერლანდები +25.8%

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი სტრატეგიული ბაზრებიდან:

• ჩინეთი +48.6%
• ამერიკის შეერთებული შტატები +19.3%
• კორეის რესპუბლიკა +67.2%
• შვეიცარია +33.7%

ირანში მიმდინარე ომი და გაუქმებული ფრენები ნეგატიურად აისახა ვიზიტორების მაჩვენებელზე შემდეგი ქვეყნებიდან:


• ირანი -48.8%
• ინდოეთი -29.5%
• ისრაელი -17.5%

თუმცა, 2026 წლის I კვარტალი, ჯამში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ფიქსირდება +8.2% ვიზიტორთა ზრდა:

• საუდის არაბეთი +36.3%• ბაჰრეინი +20.9%• არაბთა გაერთიანებული საამიროები -19.8%• ქუვეითი -18.7%• კატარი -7.4%• ომანი +1.1%

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776234441

ახალი ამბები

თეა ახვლედიანი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან მაიკლ ო’ფლაერტისთან შეხვედრა გამართა. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზ...

თეა ახვლედიანი

1776232528

ახალი ამბები

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ 60 (ნაქერალას უ...

მოძრაობა აღდგა

1776231331

ახალი ამბები

მეუფე იოანე: ჩვენ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე - გავიზიაროთ პატრიარქის შემოთავაზება და დავეთანხმოთ მას, როგორც მის კურთხევას და მის ანდერძს, თუ უგულებელვყოთ პატრიარქის ანდერძი

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ მომავალი პატრიარქის არჩევნების შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, ეკლესია ახლა, პირველ რიგში, პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-40 დღისთვის, შემდეგ ეკლესიის საერთო...

მეუფე იოანე

1776229578

ახალი ამბები

ნინო წილოსანი „ნაცმოძრაობაზე“: დაინახეს რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა პატრიარქს ხალხისგან და მათთვის ეკლესია გახდა მოედანი, სადაც შესვლა სასურველია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი ფარისევლობით არავინ მოტყუვდება

„კიდევ ერთხელ დაინახეს რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა პატრიარქს ხალხისგან, როგორი ძლიერია ეკლესია და რა თქმა უნდა, მათთვის ეკლესია გახდა მოედანი, სადაც შესვლა სასურველია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი ფარის...

ნინო წილოსანი

1776228891

ახალი ამბები

პარლამენტი დღეს ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციით დაიწყება. საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინტერპელაციის ფორმატით მოსმენა ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მოითხოვა....

მაკა ბოჭორიშვილი