თეა ახვლედიანი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან მაიკლ ო’ფლაერტისთან შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის, ისევე როგორც გენერალური მდივნის ყოველწლიური კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობას და აღნიშნა ევროპის საბჭოს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის შერიგებისა და ჩართულობის პროცესში.
მაიკლ ო'ფლაერტის დაინტერესების საპასუხოდ, სახელმწიფო მინისტრმა ადამიანის უფლებათა კომისარს დეტალურად გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული ვითარება და მიმდინარე ოკუპაციის თანამდევი მძიმე შედეგები.
სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებზე, განხორციელების მიმდინარეობასა და სამომავლო ხედვებზე, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
ადამიანის უფლებათა კომისარმა სახელმწიფო მინისტრს მადლობა გადაუხადა ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის და აღნიშნა, რომ თავის მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას.
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
1776229578
ახალი ამბებინინო წილოსანი „ნაცმოძრაობაზე“: დაინახეს რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა პატრიარქს ხალხისგან და მათთვის ეკლესია გახდა მოედანი, სადაც შესვლა სასურველია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი ფარისევლობით არავინ მოტყუვდება
„კიდევ ერთხელ დაინახეს რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა პატრიარქს ხალხისგან, როგორი ძლიერია ეკლესია და რა თქმა უნდა, მათთვის ეკლესია გახდა მოედანი, სადაც შესვლა სასურველია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი ფარის...
1776228891
ახალი ამბებიპარლამენტი დღეს ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს
პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციით დაიწყება. საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინტერპელაციის ფორმატით მოსმენა ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მოითხოვა....
1776200147
ახალი ამბებისპორტის მინისტრი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო - თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს 16-19 აპრილს უმასპინძლებს
16-19 აპრილს თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. კონტინენტის პირველობის მოსამზადებელ სამუშაოებს „თბილისი არენაზე“ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე გაეცნო. ინორმაციას სპორტის მსა...
1776198930
ახალი ამბები15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე ხუთი თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამშენებლო არეალში...
1776198458
მსოფლიოBloomberg: აშშ-ის მოკავშირეებს კვლავ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება
აშშ-ის მოკავშირეებს კვლავ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საპირისპირო განცხადებებისა. აღნიშნულის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. სააგენტო წერს, რომ პ...































