მეუფე შიო: დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება, ამისთვის არ არის საკმარისი, გვქონდეს მხოლოდ გარეგნული პირობები და პოლიტიკური დამოუკიდებლობა

„დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება. ამისთვის არ არის საკმარისი, გვქონდეს მხოლოდ გარეგნული პირობები და პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ამისთვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს მოპოვებული ჰქონდეთ პიროვნული თავისუფლება, როგორც შინაგანი თვისება“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირმა) 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდის შემდეგ იქადაგა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო! 

დღეს ჩვენ ვიხსენებთ 9 აპრილის ტრაგედიას, იმ ღამეს და გვეუფლება მწუხარების გრძნობა, მაგრამ, ამავე დროს, სიხარულიც ერთიანობის და ეროვნული სულის განცდის გამო, რომელიც გამოვლინდა იმ საოცარ დღეებში და დღესაც დადასტურდა, რომ ჩვენს ქვეყანასა და ერში უხვად არის ეს მუხტი და ეს სული, რაც ვნახეთ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალების შემდგომ დღეებში. 

ჩვენ ახლა პანაშვიდში მოვიხსენიეთ როგორც 9 აპრილს დაღუპული ადამიანების სულები, ასევე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სული. 

განსხვავებული იყო მათი ცხოვრება, მათი ღვაწლი და მათი აღსასრული, მაგრამ მისმა უწმინდესობამ მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ღვთისადმი, სამშობლოსადმი, ადამიანისადმი მსახურებას. 9 აპრილს დაღუპული ჩვენი ძმები და დები გარდაიცვალნენ, თავი შესწირეს, თავი დასდეს სამშობლოსთვის. 

დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ დღის მნიშვნელობაზე, ჩვენს ქვეყანაზე, საქართველოს მომავალზე, მის დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე; ვფიქრობთ იმაზე, თუ რა დიდი წვლილი შეიტანეს როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, ისე 9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა ძმებმა და დებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში. უდიდესი წვლილი შეიტანეს! 

მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება. ამისთვის არ არის საკმარისი, გვქონდეს მხოლოდ გარეგნული პირობები და პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ამისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს მოპოვებული ჰქონდეთ პიროვნული თავისუფლება, როგორც შინაგანი თვისება, რადგან, ვიმეორებ, თუ ეს თვისება არ გვექნება, მხოლოდ გარეგნულად მოპოვებული თავისუფლება არ არის საკმარისი. 

უნდა გვესმოდეს, რა არის ნამდვილი თავისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საწინდარი იქნება. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ აკეთო, რაც მოგესურვება და გინდა, არამედ ეს არის, შეგეძლოს, მართო შენი თავი, რათა აკეთო ის, რაც მართებული და საჭიროა. 

თუ არ იქნება ჩვენში ამის გაგება, მხოლოდ ასეთი გარეგნული თავისუფლება, საღვთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე, სახიფათო და დამანგრეველი შეიძლება გახდეს ადამიანის სულისთვისაც და ქვეყნისთვისაც. 

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, თუ გვსურს, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ჩვენი თავისუფლება, პირველ რიგში, სულიერად უნდა ვიშრომოთ, შევინანოთ, გამოვსწორდეთ, დავფიქრდეთ, თუ რა არის ჩვენს ხალხში ის მანკიერებები, ის ცოდვები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ იმისთვის, რომ მოგვეცეს წყალობა ღვთისა, ვეღირსოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას! 

კიდევ ერთხელ მოვიხსენიოთ 9 აპრილს დაღუპული ჩვენი ძმები და დები. 

ღმერთმა აცხონოს მათი სულები!

ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს საქართველო, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775753348

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი: ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი მსოფლიო ბანკის მიმოხილვას ეხმიანება, რომელშიც საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური პერსპექტივები დადებითად ფასდება. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ს...

ეკა სეფაშვილი

1775752243

ახალი ამბები

ხაშურში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრა...

ყვითელი ლენტი

1775751524

ახალი ამბები

9 აპრილის მემორიალთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალ...

9 აპრილის მემორიალი

1775750068

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ერთადერთი უსაფრთხო დერეფანი რჩება შუა დერეფანი და ასჯერ არის ამის მნიშვნელობა გაზრდილი ყველასთვის, ჩვენ ვალდებული ვართ ისე დავხვდეთ ამ ყველაფერს, რომ მთელი ტვირთბრუნვა ავითვისოთ

„ერთადერთი უსაფრთხო დერეფანი რჩება შუა დერეფანი და ასჯერ არის ამის მნიშვნელობა გაზრდილი ყველასთვის. ჩვენ ვალდებული ვართ ისე დავხვდეთ ამ ყველაფერს, რომ მთელი ტვირთბრუნვა ავითვისოთ“, - განაცხადა გადაცემ...

ლევან მაჭავარიანი

1775749170

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს პრეზიდენტს უწოდებს, როგორც ჩანს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას არც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა სცემს პატივს

„სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს პრეზიდენტს უწოდებს და, როგორც ჩანს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას არც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი ხელმძღვანელობა სცემს პატივს“, - ამის შესახებ საქა...

არჩილ გორდულაძე