გერმანიის კანცლერი ნატოზე: საკითხს ცივი გონებით უნდა შევხედოთ, არ გვინდა, რომ ირან-აშშ-ს ომის გამო, ნატო ორად გაიყოს
„ჩვენ არ გვინდა, რომ ნატო აშშ-ირანის ომის გამო გაიყოს“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
მისი თქმით, ალიანსი ევროპული უსაფრთხოების მთავარი გარანტია და საჭიროა ერთიანობის შენარჩუნება.
„ჩვენ არ გვინდა, მე არ მინდა, რომ ნატო გაიყოს. ნატო არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, მათ შორის და პირველ რიგში, ევროპაში. ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა შევინარჩუნოთ ცივი გონება“, – განაცხადა მერცმა.
გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავარი მიზანია ალიანსის გაძლიერება.
„ამ ეტაპზე ამ ალიანსს ალტერნატივა არ აქვს, ამიტომაც ჩემი განსაკუთრებული ინტერესია მისი შენარჩუნება და განვითარება ამერიკის პრეზიდენტთან ერთად“, - განაცხადა მერცმა.
მისივე თქმით, გერმანიას მნიშვნელოვანი ინტერესი აქვს ახლო აღმოსავლეთში დიპლომატიური წარმატების მიღწევაში, რადგან ეს პირდაპირ უკავშირდება როგორც რეგიონულ სტაბილურობას, ისე გლობალურ და ეროვნულ ეკონომიკას.
„გერმანიას ფუნდამენტური ინტერესი აქვს დიპლომატიური წარმატების მიღწევაში. ამაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ რეგიონული სტაბილურობა, არამედ გლობალური ეკონომიკის განვითარება და ჩვენი საკუთარი ეკონომიკის მდგომარეობაც. ამიტომ გერმანიის მთავრობა გააგრძელებს დიპლომატიური პროცესის მხარდაჭერას ყველანაირი გზით. ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა და დავეხმაროთ მშვიდობის სტაბილიზაციას, თუ ის მიღწეული იქნება“, – განაცხადა მერცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ დონალდ ტრამპს ესაუბრა და მოლაპარაკებების აქტიურად გაგრძელებისკენ მოუწოდა.
„გუშინ კიდევ ერთხელ ვისაუბრე პრეზიდენტ ტრამპთან. მე მოვუწოდე მას, სერიოზული განზრახვით გააგრძელოს მოლაპარაკებები და ჩაერთოს მათში. ამავე დროს, დავარწმუნე, რომ სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ გერმანია დაეხმარება ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფას, თუ ამისთვის შესაბამისი მანდატი და მდგრადი გეგმა იარსებებს“, - აღნიშნა მერცმა.
მისივე თქმით, გერმანია, ასევე, აღადგენს პირდაპირ კონტაქტს ირანთან.
„როგორც იცით, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რომელსაც სერიოზული მიზეზები ჰქონდა, გერმანიის მთავრობა ახლა კვლავ აახლებს დიალოგს თეირანთან. ჩვენ ამას ვაკეთებთ შეერთებულ შტატებთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით. ჩვენი მიზანია, ამ გზით შევიტანოთ საკუთარი წვლილი მომავალი მოლაპარაკებების წარმატებაში“, – განაცხადა მერცმა.
1775753348
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი: ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი მსოფლიო ბანკის მიმოხილვას ეხმიანება, რომელშიც საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური პერსპექტივები დადებითად ფასდება. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ს...
1775752243
ახალი ამბებიხაშურში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრა...
1775751524
ახალი ამბები9 აპრილის მემორიალთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალ...
1775750068
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ერთადერთი უსაფრთხო დერეფანი რჩება შუა დერეფანი და ასჯერ არის ამის მნიშვნელობა გაზრდილი ყველასთვის, ჩვენ ვალდებული ვართ ისე დავხვდეთ ამ ყველაფერს, რომ მთელი ტვირთბრუნვა ავითვისოთ
„ერთადერთი უსაფრთხო დერეფანი რჩება შუა დერეფანი და ასჯერ არის ამის მნიშვნელობა გაზრდილი ყველასთვის. ჩვენ ვალდებული ვართ ისე დავხვდეთ ამ ყველაფერს, რომ მთელი ტვირთბრუნვა ავითვისოთ“, - განაცხადა გადაცემ...
1775749170
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს პრეზიდენტს უწოდებს, როგორც ჩანს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას არც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა სცემს პატივს
„სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს პრეზიდენტს უწოდებს და, როგორც ჩანს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას არც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი ხელმძღვანელობა სცემს პატივს“, - ამის შესახებ საქა...































