მეუფე შიო: ჯვარი საღვთო სიყვარულის სიმბოლოა - თუ მართებულად თაყვანს ვცემთ ჯვარს, მაშინ მწუხარება სიხარულად შეიცვლება და ჩვენი ცოდვების ხედვისგან გამოწვეული სიმწარე, საღვთო სიყვარულის დამატკბობელ ძალად გადაიქცევა

ჯვარსა და ღმერთს შორის, რომელიც არის ჯვრის პირველსახე და თავად სიყვარულია, არსებობს ცოცხალი კავშირი. ამიტომ როდესაც ჯვარს თაყვანს ვცემთ, ჩვენ თაყვანს ვცემთ თვით ღმერთს, ყოვლადწმინდა სამებას და ვთხოვთ მას, რომ ჩვენთან მოვიდეს, ჩვენში დამკვიდრდეს და დაგვეხმაროს, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.

მან ტაძარში შეკრებილებს ჯვრის თაყვანისცემის კვირა მიულოცა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა.

მან ისაუბრა, თუ რა ცხოველსმყოფელი მოქმედების ძალაა ჯვარში და რას წამოადგენს იგი ჭეშმარიტი მართლმადიდებლებისთვის.

მისივე თქმით, უფლის საღმრთო სიყვარულის არსი ისაა, რომ იგი ჯვარცმული და თავგანწირულია და რომ საღვთო სიყვარული გვეძლევა წმინდა ჯვრის მეშვეობით. ამდენად, მეუფის განმარტებით, არ არის საკმარისი, რომ მხოლოდ გულ-მკერდზე გვეკეთოს ჯვარი. მთავარია, ის გულით ვატაროთ.

„აი, გაიარა დიდი მარხვის პირველმა ნახევარმა და, ბუნებრივია, დავღლილიყავით ჩვენს თავში ჩაღრმავებით და ცუდის დანახვით. ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ წმინდა ეკლესია დღეს გვანუგეშებს და თაყვანისცემისთვის ტაძრის შუაგულში გამოაბრძანებს უფლის წმინდა და პატიოსან ჯვარს, ბოროტებაზე გამარჯვების ამ სიმბოლოს და დიდებულ ნიშანს.

ჯვრის თაყვანისცემაში არის რაღაც საზეიმო სიხარული, ჩვენ ხომ მას ლოცვებში მივმართავთ, როგორც ჩვენს საფარველს, ზღუდეს, რომელიც იცავს ეკლესიას ყოველგვარი უბედურებისგან, ებრძვის და ამარცხებს ეშმაკებს.

რა ძალით ახდენს ამას ჯვარი? რა ძალაა მასში ასეთი დაფარული? რა არის ეს ძალა?

ძვირფასო ძმებო და დებო, ეს არის საღვთო სიყვარულის ძალა, რომელიც მუდამ სწყალობს და თანაუგრძნობს ადამიანს. სწორედ ამ სიყვარულის ძალით შეიქმნა სამყარო, მისი ძალით მიიღო ღმერთმა ადამიანური ბუნება და გახდა ღმერთკაცი, რომ გადავერჩინეთ, ადამიანი განეღმრთო და მიენიჭებინა ადამიანის ბუნებისთვის თავისი საღვთო ძალა. ეს სიყვარული კი ყოველთვის ჯვარცმული და თავგანწირულია. სხვანაირი სიყვარული, ნამდვილი სიყვარული არც არსებობს. ეს არის სიყვარულის არსი. აი, ეს საღვთო სიყვარული გვეძლევა წმინდა ჯვრის მეშვეობით. დღეს ჩვენ ვმადლობთ და ვადიდებთ უფალს, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, ვიყოთ თანაზიარნი ამ სიყვარულისა.

მაშასადამე, ჯვარი არის საღვთო სიყვარულის ნიშანი და სიმბოლო. როგორც ვიცით, სიმბოლოსა და რეალობას შორის არსებობს ცოცხალი კავშირი. ეს არის კავშირი ხატსა და მის პირველსახეს შორის. ამგვარად, ჯვარსა და ღმერთს შორის, რომელიც არის ჯვრის პირველსახე და თავად სიყვარულია (და ვიმეორებ - ჯვრის პირველსახეა), არსებობს ცოცხალი კავშირი. ამიტომ როდესაც ჯვარს თაყვანს ვცემთ, ჩვენ თაყვანს ვცემთ თვით ღმერთს, ყოვლადწმინდა სამებას და ვთხოვთ მას, რომ ჩვენთან მოვიდეს, ჩვენში დამკვიდრდეს და დაგვეხმაროს. აი, სწორედ ამიტომ ჩვენ გულ-მკერდზე ვატარებთ ჯვარს, რომ ეს საღვთო სიყვარულის ძალა ახლოს იყოს ჩვენთან და შეგვეწიოს.

მაგრამ ამისთვის არ არის საკმარისი, რომ მხოლოდ გულ-მკერდზე გვეკეთოს ჯვარი; მთავარია, ის გულით ვატაროთ, გულში გვქონდეს ეს ჯვარი, ჩვენი გული მიისწრაფოდეს ღვთისადმი საპასუხო სიყვარულისკენ. მაშინ ეს საღვთო სიყვარულის ძალაც ყოველთვის ჩვენთან იქნება და დაგვეხმარება. გვეხმარება კიდეც, გვეწევა კიდეც. როდესაც ვხედავთ ჩვენს ცოდვებს და ჯეროვნად ვინანიებთ მათ, გვწამს და ვიცით, რომ ღვთის შეწევნით ამ ცოდვებს დავამარცხებთ, იმიტომ, რომ ცოდვა არ არის უძლეველი და ყოვლისშემძლე. რატომ? სწორედ იმიტომ, რომ არსებობს ღვთის სიყვარული, ღვთის სიყვარულის ძალა, რომელიც ჩვენთან მოდის, რომ გვაცხონოს, გადაგვარჩინოს, განგვწმინდოს და მოელის ჩვენგან საპასუხო სიყვარულს, ოღონდაც ეს სიყვარული გვქონდეს, ოღონდაც გული გავუხსნათ ამ სიყვარულს და ჩვენი თაყვანისცემა ჯვრისადმი არ იყოს მხოლოდ გარეგნული და ფორმალური. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქცევა უბრალო ჩვევად, მათ შორის, ჯვრის თაყვანისცემასა და ჯვრის ტარებასაც ვგულისხმობ.

თუ არ იქნება ისეთი, როგორც მოგახსენეთ, გულითადი, გულისმიერი, შინაგანი, ეს იქნება მხოლოდ გარეგნული, ფორმალური ჩვევა, რომელიც ძალას არ მოგვანიჭებს. შესაბამისად, დავრჩებით დაუცველნი და უმწეონი ცოდვის, ბოროტი სულების წინაშე, რომლებიც დაგვამარცხებენ და დაგვღუპავენ. ხოლო თუ მართებულად თაყვანს ვცემთ ჯვარს, როგორც მოგახსენეთ, მაშინ ჩვენი მწუხარება სიხარულად შეიცვლება და ჩვენი ცოდვების ხედვისგან გამოწვეული სიმწარე, რაც თან ახლავს მარხვისა და სინანულის სარბიელს, გადაიქცევა საღვთო სიყვარულის დამატკბობელ ძალად, ვინაიდან უფლის პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარი უძლეველია, ის ამარცხებს ცოდვასაც და სიკვდილსაც! ის სძლევს ცოდვას, სიკვდილსა და ბოროტებას!

კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდი მარხვის მესამე კვირას - ჯვრის თაყვანისცემის კვირას. ჯვრის ძალამ და მადლმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ჯვრის ძალამ და მადლმა დალოცოს, დაიფაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო და ყველას მოგვმადლოს მშვიდობა და წყალობა“, - განაცხადა მეუფე შიომ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773584904

ახალი ამბები

ნინო ფოჩხუა ჯანგირაშვილს: შეუმდგარი ტელევიზიის დაფინანსების მათხოვრად ქცეულო ქალბატონო ნინო, ჯერ ერთი ივანიშვილის „გადაფსიხება“ სად გინახავთ ან ვინ გითხრათ რომ კობახიძე შეკვეთილშია დაბარებული?

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილის ნათქვამს ეხმიანება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძე ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის შემდეგ შეკვეთილში დაიბარა. „შეუმდგარი ტელევიზიის დაფ...

 ნინო ფოჩხუა

1773583060

ახალი ამბები

გეოლოგი ანრი ნამიჭეიშვილი: დაახლოებით 15 სახლია სრულიად დანგრეული, სახლების დარჩენილი უმეტესობა მძიმე დაზიანებითაა, რომელშიც ცხოვრება შეუძლებელია და პირადი ნივთებისთვის შესვლაც კი საშიშროების შემცველია

დღეის მდგომარეობით კვლავ სტაბილურად მიმდინარეობს პროცესები, მაგრამ კონკრეტულ ლოკაციებზე, ლოკალური უბნები კვლავ აქტიურდება. დაგვემატა ერთი ჯგუფი, დილიდან ვახორციელებთ მეწყრის კონტურის სრულ შემოვლას, რა...

ანრი ნამიჭეიშვილი

1773582960

ახალი ამბები

ვოლსკი პატრიცია გჟებიკზე: ხელისუფლებამ დამატებით საკმაოდ არგუმენტირებული ინფორმაცია წერილობითაც მიაწოდა, არც ერთი სიტყვა, წინადადება აქედან არ არის გამოყენებული და არც არის გასაკვირი, ვინაიდან იგი კონკრეტული ამოცანით ჩამოვიდა

ხელისუფლებამ საკმაოდ არგუმენტირებული და საფუძვლიანი დამატებითი ინფორმაცია წერილობითაც მიაწოდა. არც ერთი სიტყვა, წინადადება აქედან არ არის გამოყენებული და არც არის გასაკვირი, ვინაიდან იგი კონკრეტული ამ...

გია ვოლსკი

1773580726

მსოფლიო

„შეწყვიტეთ ცეცხლი! გაიხსნას დიალოგის გზები!“ - რომის პაპი კონფლიქტის მხარეებს

რომის პაპი ლეო XIV კვლავ მოუწოდებს მხარეებს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისკენ, ომის დასრულებისა და დიალოგის ხელახლა დაწყებისკენ. „ძვირფასო ძმებო და დებო, ორი კვირის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის მოსახლე...

რომის პაპი

1773578705

ახალი ამბები

მათიკაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: პრაქტიკულად გვთხოვენ, რომ სახელმწიფო გავაუქმოთ

„პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებული ე.წ. ექსპერტის მიერ შედგენილი დასკვნა ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პოლონელ ექსპერ...

 დავით მათიკაშვილი