ლევან მაჭავარიანი: რა გეოპოლიტიკის ცოდნაზეა საუბარი, როდესაც რუკაზე არ იცი ირანის მდებარეობა - ევროპარლამენტარების ეს სამარცხვინო ნაწილი სრული სერიოზულობით მართავს დებატებს საქართველოს შესახებ, იღებს აბსურდულ, დამცინავ რეზოლუციებს

სამწუხაროდ, დღევანდელი ევროპარლამენტარების დიდ ნაწილს საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პოლიტიკური რეალობის აღქმაც ბოლომდე დაკარგული აქვთ. თუმცა, რა გეოპოლიტიკის ცოდნაზეა საუბარი, როდესაც რუკაზე არ იცი ირანის მდებარეობა, - წერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

მაჭავარიანის განცხადებით, სწორედ ევროპარლამენტართა ეს კონკრეტული სამარცხვინო ნაწილი იღებს აბსურდულ რეზოლუციებს საქართველოსთან დაკავშირებით და „მზრუნველი სახეებით მსჯელობენ“ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით ამ დროს კი არც იციან საქართველოს ადგილმდებარეობა.

„კარგია, რომ ის მითი, თუ პოლიტიკოსი დასავლელია, ე.ი აუცილებლად სიმართლეს საუბრობს, არასდროს არ ცდება, არასდროს არ იტყუება და აპრიორში წესიერი და ყოვლისმცოდნეა, რამდენიმე წელია დაიმსხვრა ჩვენს ქვეყანაში. ეს მითი განსაკუთრებით ევროპელ პოლიტიკოსებზე - ევროპარლამენტარებზე ვრცელდებოდა.

სამწუხაროდ, დღევანდელი ევროპარლამენტარების დიდ ნაწილს საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პოლიტიკური რეალობის აღქმაც ბოლომდე დაკარგული აქვთ. თუმცა, რა გეოპოლიტიკის ცოდნაზეა საუბარი, როდესაც რუკაზე არ იცი ირანის მდებარეობა. გეოგრაფია, რომ სკოლაში არ აინტერესებდა გასაგებია, მაგრამ ამხელა ომის ფონზე მაინც ხომ უნდა დაინტერესებულიყო ირანის ლოკაციით?! გამოდის, რომ არც მინიმალური ცოდნა-კომპეტენცია აქვს და არც მიმდინარე პროცესების ინტერესი?!

ევროპარლამენტარების ეს სამარცხვინო ნაწილი სრული სერიოზულობით მართავს დებატებს საქართველოს შესახებ, იღებს აბსურდულ, დამცინავ რეზოლუციებსა და ჭკუას გვარიგებს ქართველებს, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. ისინი გამოდიან მოწოდებებით, სერიოზული და მზრუნველი სახეებით „მსჯელობენ“ ჩვენს სამშობლოსთან დაკავშირებით. საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა ქართველებზე და რა თქმა უნდა, არც საქართველოს ადგილმდებარეობა იციან.

ვისთვისაც, ევროპარლამენტარების რეზოლუციები მნიშვნელოვანია, უკვე დროა …“- წერს ლევან მაჭავარიანი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773592901

ახალი ამბები

გია აბაშიძე: ევროკანონმდებლები რუკაზე ირანს ვერ პოულობენ, საქართველოს კრიტიკოსი ეს „ოროსნები“ ითხოვენ მმართველი გუნდის, ბიძინა ივანიშვილის, დასანქცირებას - ვითომ იცნობენ ჩვენს გამოწვევებს და რუკის წაკითხვა არ იციან

კორუფციით სახელგანთქმულ ევროპარლამენტში არათუ უცხო სიტყვების წარმოთქმა უჭირთ, არამედ გეოგრაფიაშიც უუნარონი არიან, თუმცა ფარატინა „მგმობ“ რეზოლუციებს კონვეირის სახე მისცეს, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გ...

ექსპერტი

1773590905

ახალი ამბები

მეუფე შიო: ჯვარი საღვთო სიყვარულის სიმბოლოა - თუ მართებულად თაყვანს ვცემთ ჯვარს, მაშინ მწუხარება სიხარულად შეიცვლება და ჩვენი ცოდვების ხედვისგან გამოწვეული სიმწარე, საღვთო სიყვარულის დამატკბობელ ძალად გადაიქცევა

ჯვარსა და ღმერთს შორის, რომელიც არის ჯვრის პირველსახე და თავად სიყვარულია, არსებობს ცოცხალი კავშირი. ამიტომ როდესაც ჯვარს თაყვანს ვცემთ, ჩვენ თაყვანს ვცემთ თვით ღმერთს, ყოვლადწმინდა სამებას და ვთხოვთ...

ლლლ

1773589416

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია ჯანგირაშვილზე: ეს მოაზროვნე ემბრიონი იძახის, ბიძინასთვის ისეთი მნიშვნელოვანია ე.წ. მოსკოვის მექანიზმის დასკვნა, რომ კობახიძესთან გამართა კონსულტაციები - ნამუსი რომ გააჩნდეს, ბიძინას სახელს არ უნდა ახსენებდეს

ძალიან სუსტი პროპაგანდა აქვთ. აქტორები ხომ პლინტუსს დაბლა, - ასე აფასებს გიორგი გამსახურდია ოპოზიციონერი ჟურნალისტის ნინო ჯანგირაშვილის განცხადებას, რომლის ინფორმაციით, „მოსკოვის მექანიზმის“ გამო, ბიძ...

გიორგი გამსახურდია

1773587629

ახალი ამბები

ვახტანგ თოფურია: თბილისისადმი გზავნილი - „შეინარჩუნეთ პროევროპული პოზიცია რუსეთის იზოლირებით, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ, ევროპა, რუსეთთან მოლაპარაკებებს ვჩქარობთ“ - არათანმიმდევრულია, ეს მხოლოდ ზეწოლა არ არის, ეს სტრატეგიული მიტოვებაა

თბილისისადმი მიმართული გზავნილი არათანმიმდევრულია: „შეინარჩუნეთ დემოკრატიული და პროევროპული პოზიცია რუსეთის იზოლირებით, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ, ევროპა, თქვენს გარეშე რუსეთთან მოლაპარაკებებს ვჩქარობთ...

ვახტანგ თოფურია

1773585586

ახალი ამბები

ავარია სანაპიროზე - დაშავდა 1 ადამიანი

თბილისში, სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მომხდარზე...

ავარია სანაპიროზე - დაშავდა 1 ადამიანი