მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე დააკავეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე. მათ შორის არიან - ჩინეთის, ინდოეთის, ნეპალის, პაკისტანის და კუბის მოქალაქეები.

დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალურ საიმიგრაციო კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766125594

ახალი ამბები

„ალტ ინფო“ და ოპოზიციური ჯგუფები „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით ყალბ ვიდეოს ავრცელებენ, რომელშიც ე.წ. მაკლერების ხელოვნური ინტელექტით გენერირებული კადრებია გამოყენებული

„ალტ ინფო“ და სხვა ოპოზიციური ჯგუფები თუ აქტივისტები, „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყალბ ვიდეოს ავრცელებენ, რითაც უპრეცედენტო ინვესტიციის დისკრედიტაციას ცდ...

ალტ ინფო

1766125476

ახალი ამბები

პოლიციამ აჭარაში ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა – შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა – მოყვანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეე...

დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

1766124027

ახალი ამბები

მარიამ ლაშხი: საშემოდგომო სესია იყო კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა დაიცვას საკანონმდებლო ინსტიტუტმა ქვეყნის ინტერესები, როგორ უნდა იაროს მშვიდობის გზაზე

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხი პარლამენტის საშემოდგომო სესიის მუშაობას აფასებს. იგი ხაზს უმაღლესი განათლების რეფორმის მნიშვნელობას უსვამს. „საშემო...

მარიამ ლაშხი

1766122882

ახალი ამბები

დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომაზე დაიხურება

დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომაზე დაიხურება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც მათი შეფასებით, კიდევ უფრო განამტკიცებს...

პარლამენტი

1766122300

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ პირდაპირ გააუქმონ სუვერენიტეტი, ქვეყნის იდენტობა და მხოლოდ და მხოლოდ, თავს მოხვეული დავალებებით, ფსევდოიდენტობებით მართონ ესა თუ ის ქვეყანა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ევროკავშირის ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებებს და ევროკავშირის საბჭოს ანგარიშს აფასებს. „ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები ცდილობენ,...

არჩილ გორდულაძე