აშშ-მა „მწვანე ბარათების“ გათამაშება შეაჩერა
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრმა კრისტი ნოემმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მითითებით „მწვანე ბარათების“ გათამაშება შეაჩერა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ნოემის თქმით, ეს გადაწყვეტილება ბრაუნის უნივერსიტეტში სროლის შემდეგ იყო მიღებული. სროლაში ეჭვმიტანილი, კლაუდიო მანუელ ნევეშ-ვალენტე აშშ-ში 2017 წელს DV1-ის პროგრამით ჩავიდა და მოგვიანებით „გრინ-კარტა“ მიიღო.
„ჩვენს ქვეყანაში ამ ადამიანის შემოშვება არასოდეს უნდა მომხდარიყო“, - დაწერა მინისტრმა X-ში. მან აღნიშნა რომ პროგრამა უნდა გაჩერდეს, რათა ამერიკელებს ზიანი აღარ მიაყენონ.
ბრაუნის უნივერსიტეტში სროლა 13 დეკემბერს მოხდა. დაიღუპა 2 და დაიჭრა 8 სტუდენტი. სროლაში ეჭვმიტანილი, პორტუგალიის 48 წლის მოქალაქე კლაუდიო ნევეშ ვალენტეა, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამ უნივერსიტეტში სწავლობდა.
„საიმიგრაციო მრავალფეროვნების“ პროგრამა 1990 წლიდან მოქმედებს და ის სახელმწიფო დეპარტამენტის ეგიდით მიმდინარეობდა. ყოველწლიურად 50 ათასამდე საიმიგრაციო ვიზის გათამაშება ხდება. გამარჯვებულებმა სტანდარტული შემოწმება და საკონსულო გასაუბრების პროცედურები უნდა გაიარონ.
1766127878
ახალი ამბებიანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია მაკრონის მოწოდებაზე პუტინთან დიალოგის განახლების შესახებ: შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც ორი დღის წინ პუტინმა ევროპელ ლიდერებს „პატარა ღორები“ უწოდა
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ევროპას მოუწოდა, „უახლოეს კვირებში“ პუტინთან დიალოგი განაახლოს. თოფურია მაკრონის გა...
1766127437
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მოპ...
1766126919
ახალი ამბები„ასე აბუჩად აიგდო მთელი ერი... ერები...“ - პარლამენტის თავმჯდომარე ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის ბორის ჯონსონის განცხადებას ეხმაურება
პარლამენტის თავმჯდომარე ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებას, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების შანსი არ არსებობს, სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ასე აბუჩად აიგდო მთელი ერი... ე...
1766125594
ახალი ამბები„ალტ ინფო“ და ოპოზიციური ჯგუფები „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით ყალბ ვიდეოს ავრცელებენ, რომელშიც ე.წ. მაკლერების ხელოვნური ინტელექტით გენერირებული კადრებია გამოყენებული
„ალტ ინფო“ და სხვა ოპოზიციური ჯგუფები თუ აქტივისტები, „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყალბ ვიდეოს ავრცელებენ, რითაც უპრეცედენტო ინვესტიციის დისკრედიტაციას ცდ...
1766125476
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა – შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა – მოყვანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეე...































