გურამ ნიკოლაშვილი ბორის ჯონსონის განცხადებაზე: პროპაგანდის ახალი ნიაღვარი საქართველოშიც გვესმის იმის შესახებ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი, გურამ ნიკოლაშვილი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის განცხადებას, უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ნიკოლაშვილი წერს, ნაცვლად შეცდომის და მარცხის აღიარებისა, კვლავ ვისმენთ ჭკუის დარიგებას და მითითებებს, რა როგორ უნდა ვაკეთოთ როგორც გარეთ, ასევე შინ.
„პროპაგანდის ახალი ნიაღვარი საქართველოშიც გვესმის იმის შესახებ, რომ უკრაინის (და ცხადია იგულისხმება საქართველოც) ნატოში გაწევრიანება საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში და რომ რუსულ აგრესიულ ომს ეს გამართლება ვერ ექნება, რომ თითქოს ეს მიზეზი გამოგონილია.
სრულიად უტიფრად, ამ კამპანიას სათავეში ერთ-ერთ ლიდერად ბორის ჯონსონი უდგას, უკრაინის ხანგრძლივ ომში შემყვანი და გამარჯვების მოიმედე. ნაცვლად შეცდომის და მარცხის აღიარებისა, რომ 2022 წლამდე გაცემული „აროგანტული“ პასუხი ნატოს მიერ ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნებისა და ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის ერთგულების შესახებ იყო სრული ჩავარდნა და კატასტროფა, ამ პოლიტიკაში ფასის გადამხდელი ქვეყნები კვლავ ვისმენთ ჭკუის დარიგებას და მითითებებს, რა როგორ უნდა ვაკეთოთ როგორც გარეთ, ასევე შინ. ნუთუ?!”- წერს ნიკოლაშვილი.
1766068543
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია პოლონეთიდან ქართველების დეპორტაციაზე: ძალიან დიდია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წვლილი, რომელსაც მე წარმოვადგენ პოლონეთში, პოლონეთის რესპუბლიკაში მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში
გიორგი გამსახურდია პოლონეთის შს მინისტრის პოსტს გამოეხმაურა, რომ პოლონეთიდან კიდევ 10 ქართველი დაადეპორტირეს. „ჩემი დიდი პატივისცემა, მინისტრ მარჩინ კერვინსკის. ასევე დიდი პატივისცემა და გვერდში დგომა...
1766068108
საზოგადოებაპრეზიდენტი: მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია სოფლის მეურნეობის დარგში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ამ მიმართულებით, სერბებს და ქართველებს შორის წარმატებებს მივაღწიოთ
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სხვადასხვა საკითხს შეეხო. პრეზიდენტის განცხადებით, მართლმადიდებლობას...
1766067569
საზოგადოებამარიამ ლაშხი: ოფიციალური თბილისის პოზიცია ძალიან მკაფიო იყო და ხაზგასმული იყო, რომ ევროინტეგრაცია ჩვენთვის გადის პირველ რიგში სუვერენიტეტის, ეროვნული ღირებულებების დაცვის გზაზე და არაფერი დადგება ამის საპირწონედ
„ოფიციალური თბილისის პოზიცია ძალიან მკაფიო იყო და ხაზგასმული იყო, რომ ევროინტეგრაცია ჩვენთვის გადის პირველ რიგში სუვერენიტეტის, ეროვნული ღირებულებების დაცვის გზაზე და არაფერი დადგება ამის საპირწონედ“,...
1766066543
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტს სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ჯურო მატუციმ თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სამუშაო სადილზე უმასპინძლა. შეხვედრაზე საქართველოსა და სერბეთს შორის მჭიდრო თ...
1766064568
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ყოველთვის მზად ვართ, ვიყოთ ღია, რომ უფრო მეტი პროგრესი იყოს ჩვენს და ევროპულ ქვეყნებს შორის, დიალოგი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა წარმოებდეს ევროკავშირთან
მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ბელგრადში, სერბეთში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი თბილი მასპინძლობა გამიწიეთ, ბატონო ალექსანდარ. ჩვენი ქვეყნების ისტორია, დიპლომატიური ურთიერთობა 30 წელს ითვლის და...



























