შალვა პაპუაშვილი: საშემოდგომო, ისევე, როგორც საგაზაფხულო სესია და წელიც, იყო ძალიან ნაყოფიერი საკანონმდებლო საქმიანობის მიმართულებით
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან საშემოდგომო სესია შეაფასა. მან რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას გაუსვა ხაზი, რომლითაც საკანონმდებლო საქმიანობა განხორციელდა.
„საშემოდგომო და ისევე, როგორც მანამდე საგაზაფხულო სესიაც და წელიც იყო ძალიან ნაყოფიერი საკანონმდებლო საქმიანობის მიმართულებით.
პირველი არის ინსტიტუციური რეფორმა, განსაკუთრებით საშემოდგომო სესიის განმავლობაში და ბოლო სხდომებზეც მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ინსტიტუციური გაჯანსაღებისთვის და გარკვეული ინსტრუმენტები, ინსტიტუტები თუ ინსტიტუციური ხასიათის გადაწყვეტები, რაც გარედან იყო თავს მოხვეული, მოვიყვანეთ სრულ შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და კონსტიტუციური მოწყობასთან. ამ მხრივ, ვფიქრობ, ძალიან წარმატებული სესია იყო.
ასევე გვქონდა მნიშვნელოვანი კანონპროექტები და კანონები საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად, გარედან საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ხელის შესაშლელად და ვფიქრობ, აქაც იყო ძალიან წარმატებული და მნიშვნელოვანი საკანონმდებლო საქმიანობა.
რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც პარლამენტმა მიიღო და მოამზადებს ქვეყანას 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენ ვნახეთ მოცულობითი დოკუმენტი, რომელიც მიღებულია და ფაქტობრივად რაიმე არსებითი კრიტიკა საარჩევნო კოდექსის მიმართ არ გვსმენია. ერთადერთი საკითხი, რაც ამ მრავალგვერდიან კანონთან დაკავშირებით გვესმოდა, იყო უცხოეთში საარჩევნო უბნების გახსნის საკითხი, რაც დღესდღეობით, ვფიქრობ, ძალიან ნათელია, რამდენად მნიშვნელოვანია, არ მივცეთ არავის შესაძლებლობა, გარედან ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში. ასე რომ, აქაც ჩვენი ამომრჩევლების სრული მხარდაჭერა გვაქვს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1766127437
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მოპ...
1766126919
ახალი ამბები„ასე აბუჩად აიგდო მთელი ერი... ერები...“ - პარლამენტის თავმჯდომარე ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის ბორის ჯონსონის განცხადებას ეხმაურება
პარლამენტის თავმჯდომარე ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებას, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების შანსი არ არსებობს, სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ასე აბუჩად აიგდო მთელი ერი... ე...
1766125594
ახალი ამბები„ალტ ინფო“ და ოპოზიციური ჯგუფები „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით ყალბ ვიდეოს ავრცელებენ, რომელშიც ე.წ. მაკლერების ხელოვნური ინტელექტით გენერირებული კადრებია გამოყენებული
„ალტ ინფო“ და სხვა ოპოზიციური ჯგუფები თუ აქტივისტები, „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყალბ ვიდეოს ავრცელებენ, რითაც უპრეცედენტო ინვესტიციის დისკრედიტაციას ცდ...
1766125476
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა – შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა – მოყვანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეე...
1766124027
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი: საშემოდგომო სესია იყო კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა დაიცვას საკანონმდებლო ინსტიტუტმა ქვეყნის ინტერესები, როგორ უნდა იაროს მშვიდობის გზაზე
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხი პარლამენტის საშემოდგომო სესიის მუშაობას აფასებს. იგი ხაზს უმაღლესი განათლების რეფორმის მნიშვნელობას უსვამს. „საშემო...































