მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გააძევეს რუსეთის, ინდოეთის, ირანის, თურქეთის, თურქმენეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ეთიოპიის, იორდანიის და ტაჯიკეთის - ჯამში 43 მოქალაქე.
„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოდან გაძევებულ პირთა ჯამურმა მაჩვენებელმა 1200 პირი შეადგინა.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლისა და სხვა სპეციალური ღონისძიებების გზით“, - ნათქვამია განცხადებაში.
1765873840
ახალი ამბებირუსთავში 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. 4 ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინას, 800 დევნილი ოჯახი მიიღებს. ინფორმ...
1765872119
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები აღდგება, თუკი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება აღიარებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან
შალვა პაპუაშვილმა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების წინაპირობა დაასახელა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. „ჩვენ ვთქვით რა არის საქ...
1765871327
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: BBC, რომელიც ერთ დროს იყო ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი, სამწუხაროდ გადაიქცა იმ ჟურნალისტიკად, რომლის მთავარი მიზანია, რომ გააშავოს პირები, რომლებიც კონკრეტულ ძალებს არ აწყობთ
BBC, რომელიც ერთ დროს იყო ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი, სამწუხაროდ გადაიქცა იმ ჟურნალისტიკად, რომლის მთავარი მიზანია, რომ გააშავოს პირები, რომლებიც კონკრეტულ ძალებს არ აწყობთ - განაცხადა იურიდიულ საკ...
1765869504
ახალი ამბებიცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის...
1765866261
მსოფლიოფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს. ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკა...































