"მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტზე გამოძიება აქტიურ რეჟიმში გრძელდება" - სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 (3) მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის პირველი მარტიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნის დღიდან, აღნიშნულ საქმეზე 49 პირი გამოიკითხა, მათ შორის სპეციალური პენიტენციური სამსახურის და მისი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები, №8 პენიტენციური დაწესებულებების პატიმრები, ასევე სამედიცინო პერსონალი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან გამოთხოვილ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებზე კომპლექსური – ჰაბიდოსკოპიური (ფონო) ვიდეო ექსპერტიზა დაინიშნა.

აღნიშნულ ვიდეო-ჩანაწერებზე ასახულია 2021 წლის 27-28 დეკემბერს სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალიდან“ მიხეილ სააკაშვილის გამოწერისას და მაჯის საათის ჩამორთმევისას განვითარებული მოვლენები.

ასევე, ვიდეო-ჩანაწერებზე, რომელზედაც ასახულია №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ ბლოკში ყოფნისას განვითარებული მოვლენები, მონტაჟის კვალის დადგენის მიზნით ვიდეო ექსპერტიზა დაინიშნა.

ობიექტური, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის განცხადების და მასში წარმოდგენილი კითხვების საფუძველზე, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამატებით სამედიცინო კომისიური ექსპერტიზები დაინიშნა.

ექსპერტიზის ფარგლებში შესწავლილი იქნება რამდენად ადეკვატურად მიმდინარეობდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა-დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია.

ასევე, გაეწია თუ არა მას დროული, ადეკვატური, კვალიფიციური და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება №12 პენიტენციურ დაწესებულებასა, №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებაში, ასევე, სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში“ და ჰოსპიტალიდან გაწერის შემდეგ №12 პენიტენციურ დაწესებულებაში.

ადვოკატის განცხადების საფუძველზე და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამატებით ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა.

აღნიშნულ საქმეზე, გამოძიების დაწყების დღიდან დანიშნული სხვადასხვა სახის კომპლექსური ქიმიური, ბიოლოგიური და ტრასოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ჰაბიდოსკოპიური(ფონო), ვიდეოსკოპიური, ფსიქოლოგიური და კომისიური სამედიცინო ექსპერტიზებიდან, ამ დროისთვის გამოძიებამ მხოლოდ ამოღებულ ტანსაცმელზე დანიშნული ბიოლოგიური და ქიმიური ექპერტიზის პასუხები მიიღო.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტზე, გამოძიებისთვის საჭირო ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ობიექტური, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის დამცველი ადვოკატები მიმდინარე გამოძიებაში სრულად არიან ჩართული და აქვთ წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებთან.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მიმდინარე გამოძიების თაობაზე, დაცვის მხარისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას კვლავ უზრუნველყოფს“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790234093

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი – უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღება არის წიგნში ჩასაწერი საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს და ეროვნულ ინტერესზე ზრუნავს

„ეს არის საუკეთესო, წიგნში ჩასაწერი მაგალითი იმის, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს და ეროვნულ ინტერესზე ზრუნავს“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განა...

ლევან მახაშვილი

1790232677

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს ოკუპაციაზე, ხაზს გაუსვამს დიპლომატიისა და შერიგების მნიშვნელობას

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ლევ...

ლევან ჟორჟოლიანი

1790232631

საზოგადოება

მუსიკოსი „კორძი“ გაუქმებული კონცერტის გამო, ორგანიზატორებისგან პასუხს ითხოვს: ღონისძიების სპონსორები, ევროკავშირი, გოეთეს ინსტიტუტი და დანიის კულტურის ინსტიტუტი, ფიქრობენ, რომ ასეთ სიტუაციაში რეაგირების არარსებობა ნორმალურია - ვფიქრობ, ეს ნორმალური არ არის

მუსიკოსი „კორძი", მის გაუქმებულ კონცერტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და აკრიტიკებს ღონისძიების სპონსორებს - ევროკავშირს, გოეთეს ინსტიტუტსა და დანიის კულტურის ინსტიტუტს, რომლებმაც,...

კორძი კორძი

1790231369

საზოგადოება

ლევან ჟორჟოლიანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებასა და სამეზობლოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა...

ლევან ჟორჟოლიანი

1790231307

ახალი ამბები

პოლიციამ კახეთში 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარისუკანონ...

დაკავება და ბორკილები