მუსიკოსი „კორძი“ გაუქმებული კონცერტის გამო, ორგანიზატორებისგან პასუხს ითხოვს: ღონისძიების სპონსორები, ევროკავშირი, გოეთეს ინსტიტუტი და დანიის კულტურის ინსტიტუტი, ფიქრობენ, რომ ასეთ სიტუაციაში რეაგირების არარსებობა ნორმალურია - ვფიქრობ, ეს ნორმალური არ არის
მუსიკოსი „კორძი", მის გაუქმებულ კონცერტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და აკრიტიკებს ღონისძიების სპონსორებს - ევროკავშირს, გოეთეს ინსტიტუტსა და დანიის კულტურის ინსტიტუტს, რომლებმაც, მისი თქმით, ეს სიტუაცია რეაგირების გარეშე დატოვეს.
„კორძი" მიიჩნევს, რომ ორგანიზატორების მხრიდან მის გაუქმებულ კონცერტზე რეაგირების არქონა ნორმალური არ არის და წერს, რომ კარგი იქნებოდა, მათ მცირედი მხარდაჭერა მაინც ეჩვენებინათ.
„გორში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით:
გორის მუნიციპალიტეტი ღონისძიების მასპინძელ სივრცეს „გაბრაზებული ბრბოს“ მობილიზებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ჩემს გამოსვლას არ გააუქმებდნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მთელი კვირის განმავლობაში, როგორც სამთავრობო მედიის, ისე პარლამენტის მხრიდან, ჩემი და მასპინძელი სივრცის მისამართით უკიდურესად შეუფერებელი თავდასხმები ხორციელდებოდა.
ღონისძიების სპონსორები (ევროკავშირი, გოეთეს ინსტიტუტი და დანიის კულტურის ინსტიტუტი) მიიჩნევენ, რომ მსგავს სიტუაციაში რეაგირების გარეშე დარჩენა მისაღებია.
მე კი ვფიქრობ, რომ ეს არ არის მისაღები.
მმართველი პარტიის მიერ ჩემი კონცერტების ჩაშლა მორიგი ფსკერია; კარგი იქნებოდა, ორგანიზატორებისგან მცირეოდენი მხარდაჭერა მაინც მიმეღო..." - წერს „კორძი".
მისივე თქმით, „უკვე ყელში ამოუვიდა ყოველ მეორე კვირას პოლიტიკური განცხადების წერა.“
როგორც ცნობილია, „კორძის“ კონცერტი, რომელიც 26 სექტემბერს იყო დაგეგმილი, აღარ გაიმართება.
1790229821
საზოგადოებაირაკლი შატაკიშვილი მუსიკოს „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: საზოგადოების მოთხოვნა და დაკვეთაა ჩვენი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლების მიმართ, რომ ყველა ძალა ვიღონოთ, რათა აღკვეთილი იყო მსგავსი, სიძულვილზე დაფუძნებული რიტორიკა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი შატაკიშვილი 26 სექტემბრისთვის დაგეგმილი, მუსიკოს „კორძის“ კონცერტის გაუქმებას ეხმაურება. „ხელოვნების თუ კულტურის სფეროში...
1790229726
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კავშირების უსაფრთხოება, ეფექტიანობა, საიმედოობა და პროგნოზირებადობა
„2032 წლისთვის საქართველო გეგმავს დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თ...
1790228552
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საქართველო დაინტერესებულია, გახდეს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა 2027 წელს და მზადაა, ითანამშრომლოს ორგანიზაციის წევრ ყველა სახელმწიფოსთან
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის მი...
1790226847
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს
გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს სიტყვით მიმართავს. ოკუპაცია, როგორც მთავარი გამოწვევა, ეკონომიკური მდგომარეობა და საერთაშ...
1790225808
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 24 სექტემბერს საქართველოში
24 სექტემბერს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +25 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმში მზიანი დღეა მოსალო...



























