ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს ოკუპაციაზე, ხაზს გაუსვამს დიპლომატიისა და შერიგების მნიშვნელობას

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ლევან ჟორჟლიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოსვლისას შეეხება მიმდინარე ოკუპაციას, რომელიც ქვეყნისთვის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევაა.

„პრემიერ-მინისტრი ხაზს გაუსვამს დიპლომატიის, შერიგების და მხოლოდ მშვიდობით აღნიშნული ტერიტორიების დაბრუნების მნიშვნელობას.

პრემიერი ასევე ისაუბრებს იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომელიც არის ქვეყანაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ისაუბრებს იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომელსაც ქვეყანა აპირებს რომ განავითაროს, განსაკუთრებით დაკავშირებადობის ფუნქციის გასაძლიერებლად.

პრემიერ-მინისტრი შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ აბსოლუტურად ყველასთან, თუკი ეს თანამშრომლობა იქნება დაფუძნებული თანასწორობაზე, სუვერენიტეტის პატივისცემაზე“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790229821

საზოგადოება

ირაკლი შატაკიშვილი მუსიკოს „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: საზოგადოების მოთხოვნა და დაკვეთაა ჩვენი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლების მიმართ, რომ ყველა ძალა ვიღონოთ, რათა აღკვეთილი იყო მსგავსი, სიძულვილზე დაფუძნებული რიტორიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი შატაკიშვილი 26 სექტემბრისთვის დაგეგმილი, მუსიკოს „კორძის“ კონცერტის გაუქმებას ეხმაურება. „ხელოვნების თუ კულტურის სფეროში...

ირაკლი შატაკიშვილი

1790229726

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კავშირების უსაფრთხოება, ეფექტიანობა, საიმედოობა და პროგნოზირებადობა

„2032 წლისთვის საქართველო გეგმავს დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თ...

თამარ იოსელიანი

1790228552

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო დაინტერესებულია, გახდეს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა 2027 წელს და მზადაა, ითანამშრომლოს ორგანიზაციის წევრ ყველა სახელმწიფოსთან

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის მი...

მაკა ბოჭორიშვილი

1790226847

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს

გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს სიტყვით მიმართავს. ოკუპაცია, როგორც მთავარი გამოწვევა, ეკონომიკური მდგომარეობა და საერთაშ...

ირაკლი კობახიძე

1790225808

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 24 სექტემბერს საქართველოში

24 სექტემბერს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +25 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმში მზიანი დღეა მოსალო...

ამინდი ამინდი