მიხეილ ყაველაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნაზე: მამული, ენა სარწმუნოება, ჩვენი წინაპრები ამას ეწირებოდნენ - წარმოუდგენელია და შეუძლებელია თავისუფლება ამ ტრიადის გარეშე

 „მამული, ენა სარწმუნოება, ჩვენი წინაპრები ამას ეწირებოდნენ - წარმოუდგენელია და შეუძლებელია თავისუფლება ამ ტრიადის გარეშე“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ქვეყნის მთავარსარდალმა ღონისძიებაზე ახალგაზრდებს მიმართა, რომ პროექტის ფარგლებში მათ მიეცემათ ეროვნული სამხედრო ფორმის ჩაცმის შესაძლებლობა.

 

მისივე თქმით, ამაზე დიდი სიამაყე ქართველისთვის არ არსებობს.

„თქვენ ახლა უნდა აირჩიოთ პროფესიები და უნდა იყოთ წარმატებულები, დარწმუნებული ვარ იქნებით კიდეც. ის რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებლები ვართ, ის რომ დღეს ეს ტრიადა გვაქვს - მამული, ენა, სარწმუნოება, ჩვენი წინაპრების დამსახურებაა, ისინი სწორედ მის დაცვას ეწირებოდნენ.

წარმოუდგენელია და შეუძლებელია თავისუფლება ამ ტრიადის გარეშე, სამშობლოს გარეშე და მინდა დაიმახსოვროთ, რომ თქვენი პროფესიის არჩევის დროს, როცა იქნებით წარმატებული პროფესიონალები თქვენს დარგში, აუცილებლად სამშობლოსთან ერთად უნდა იყოს ეს ყველაფერი, სამშობლო თან უნდა გდევდეთ სულ, მუდმივად, ნებისმიერ თქვენს პროფესიაში და წარმატებაში. სხვანაირად შეუძლებელია. არ არსებობს თავისუფლება, მით უმეტეს ქართველისთვის, სამშობლოს გარეშე.

ამ ნაწილში, სწორედ „ჯარის ბანაკი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ჯარის, თავდაცვის ნაწილის წარმომადგენლები სწორედ ამას გაზიარებენ, როგორი სულისკვეთებაა, როგორი პატრიოტიზმია და რას ნიშნავს იყო ქართველი ჯარისკაც. დღეს ხომ ვხედავთ, მე თავადაც ყოფილი სპორტსმენი ვარ, ჩვენი სპორტსმენები როგორ გვასახელებენ და რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენგანის წარმატებას საქართველოსთვის, როგორი ამაყები ვართ, როდესაც სპორტსმენების ეროვნული ფორმით ვართ შემოსილნი. უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ჩაიცვათ სამხედრო ფორმა, ამაზე დიდი სიამაყე არ არსებობს, სწორედ ამას გაზიარებენ ჩვენი ძვირფასი თავდაცვის ძალების წარმომადგენლები“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750857250

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7248 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7252 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ვალუტის კურსი

1750856618

ახალი ამბები

პაატა სალია გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის დახურვის ღონისძიებაზე დასკვნითი სიტყვით გამოვიდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის დახურვის ღონისძიებაზე დასკვნითი სიტყვით გამოვიდა. პაატა სალიამ ფორუმის შედეგები შეაჯამა და ხაზი გაუსვა მსგავსი პლატფორმების მნიშ...

პაატა სალია

1750854432

ახალი ამბები

საქართველოს მოსახლეობა 10 წლის განმავლობაში 200 ათასი ადამიანით გაიზარდა - სტატისტიკის სამსახური

 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბრისთვის საქართველოს მოსახლეობა 3 914 000 ადამიანს შეადგენდა. აქედან 53% (2 078 000) - ქალი და 47% (1 836 000) კაცი. ი...

ააა

1750851650

ახალი ამბები

„საარჩევნო დაპირებები სრულდება! თბილისის მუნიციპალიტეტი რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებულ მედიკამენტ „აქტემრას“ დაფინანსებას დაიწყებს“ - ნათია მოდებაძე

სოციალურ ქსელში ნათია მოდებაძე სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ საარჩევნო დაპირებები სრულდება, რომლის მიხედვითაც  რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებულ მედიკამენტ „აქტემრას“ დაფინანსებას 1-ელი...

ნათია მოდებაძე

1750850128

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც, ირაკლი კობახიძემ პირველად ახსენა „გლობალური ომის პარტია“ ძალიან კარგად მიხვდნენ რაზეც იყო საუბარი, პირველ რიგში ამას დაარტყეს და ჩვენ დაგვაბრალეს ანტიევროპული რიტორიკა

 „როდესაც ვსაუბრობთ ევროპაზე, ევროკავშირზე და რა ხდება იქ, ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმდევარია?! - არა არ არის ასე. ჩვენ რაღაცნაირად რომანტიზება მოვახდინეთ ყველაფრის და კი გვსურს ევროკავშირში გაწ...

მაკა ბოჭორიშვილი