მიხეილ ყაველაშვილი: მოხარული ვარ, რომ ოფიციალურ ვიზიტით ვიმყოფები სლოვაკეთის რესპუბლიკაში - ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება

მოხარული ვარ, რომ ოფიციალურ ვიზიტით ვიმყოფები სლოვაკეთის რესპუბლიკაში, მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანაში, რომელიც საქართველოს მოკავშირე და მეგობარია. მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს პეტერ პელეგრინის მოწვევისთვის, თბილის მასპინძლობისა და შინაარსიანი, საინტერესო დიალოგისთვის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

მიხეილ ყაველაშვილმა მწვავე გლობალური გამოწვევების ფონზე ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„სლოვაკეთი ყოველთვის იყო და კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად, რასაც გულწრფელად ვაფასებთ მეც და მთელი საქართველო. ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება. მწვავე გლობალური გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე საერთო ფასეულობებისა და მიდგომების მქონე ქვეყნების ურთიერთთანადგომა და მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვნად გვესახება მაღალი დონის შეხვედრების გაგრძელება. სწორედ ამ მიმართულებით ვისაუბრეთ უახლოესი პერიოდის კონკრეტულ გეგმებსა და პრიორიტეტებზე. ასევე, განვიხილეთ დარგობრივი თანამშრომლობის ფართო პოტენციალი, რომელიც ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ინვესტიციის თემებს, ტურიზმს, თავდაცვასა და უსაფრთხოებას კულტურას, განათლებას, ახალგაზრდულ საკითხებს და სხვა მიმართულებებს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი სლოვაკეთის რესპუბიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ცოტა ხნის წინ სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775120084

საზოგადოება

2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს, 2 აპრილს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლი...

აუტიზმი აუტიზმი

1775118567

საზოგადოება

შარმანაშვილი მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით აჟიოტაჟზე: ეს იყო მორიგი „ფეიკ“ კამპანია, ტყუილების კასკადი, უნდოდათ ადამიანის კეთილშობილურ გრძნობებზე ეთამაშათ და ამით ანტისახელისუფლებო განწყობები გამოეწვიათ

„ეს იყო მორიგი „ფეიკ“ კამპანია, ტყუილების კასკადი“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით რ...

თენგიზ შარმანაშვილი

1775117184

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პეტერ პელეგრინისთან პირისპირ შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, პეტერ პელეგრინის შეხვდა. სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვაკეთის წარმატებ...

მიხეილ ყაველაშვილ

1775115153

ახალი ამბები

ლაშა ავალიანი: ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს, შესაბამისი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით

ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მ...

ლაშა ავალიანი

1775114956

ახალი ამბები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ძაღლების მიკედლების პროცედურებზე განმარტება გააკეთა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა ძაღლების მიკედლების პროცედურებზე გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ ეს პროცესი გამართულად უკვე რამდენიმე წელია მუშაობს დედაქალაქ...

ა ლაშა ავალიან