სლოვაკეთის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი: სლოვაკეთი სრულად სცემს პატივს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
სლოვაკეთი სრულად სცემს პატივს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
პეტერ პელეგრინის თქმით, შეხვედრის განმავლობაში მოიცვეს ფართო სფეროები სხვადასხვა თემების.
„განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი თემა იმიტომ, რომ ჩვენ მანამდე წავაწყდით საერთაშორისო სამართლის დარღვევებს. ჩვენი შეხვედრის განმავლობაში მოვიცავით ფართო სფეროები სხვადასხვა თემების.
ამჟამად ჩვენ ვაწყდებით საერთაშორისო სამართლის დარღვევის შემთხვევებს. ხდება საზღვრების რეკონფიგურაცია დიდი ძალების მიერ და საერთაშორისო სისტემის სტაბილურობის საფუძველი ირყევა. მოხარული ვარ, რომ შემიძლია ხაზი გავუსვა და დავარწმუნო ბატონი პრეზიდენტი, რომ სლოვაკეთი სრულად სცემს პატივს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ქალბატონებო და ბატონებო, ბრატისლავა და სლოვაკეთი გახლავთ ადგილი, სადაც შეიძლება გადაწყვეტილებები ვეძებოთ. ბრატისლავა გახლავთ ადგილი დიალოგისთვის, დიპლომატიისთვის, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ შეიქმნას ნდობა ერებს შორის და სახელმწიფოებს შორის. ეფექტური დიპლომატია და გულახდილი დიალოგი გვაძლევს საშუალებას, რომ შევიმუშაოთ ხანგრძლივი მოგვარებები, ხანგრძლივი გადაწყვეტილებები საერთაშორისო გამოწვევებთან დაკავშირებით.
ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, თქვენ კარგად იცით, საერთაშორისო პოლიტიკაში გახლავთ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა. არიან ქვეყნები, რომლებიც გამოხატავენ სურვილს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ისინი მუშაობენ რეფორმებზე, რათა კრიტერიუმი დააკმაყოფილონ. მეორეს მხრივ, გაფართოება რთული პროცესია, მაგრამ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმას, რომ ეს არის სუვერენული გადაწყვეტილება ნებისმიერი ქვეყნისა, რათა გააგრძელონ მოლაპარაკებები. ქვეყნის გადასაწყვეტია როგორ დაინახავს თავის ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ განვიხილეთ გახსნილად აღნიშნული თემები ბატონ პრეზიდენტთან. დავარწმუნე ბატონი პრეზიდენტი, რომ სლოვაკეთი გახდა დიდი ევროპული ბაზრის ნაწილი და წევრი განვითარებული ევროპული ოჯახისა. განვითარებული ქვეყნების ევროპული ოჯახისა. ორმხრივი ურთიერთობები, მოხარული ვარ, რომ ინტენსიფიკაციას განიცდის პოლიტიკურ დონეზე“, - აღნიშნა მან.
ტექსტი მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.
1775118567
საზოგადოებაშარმანაშვილი მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით აჟიოტაჟზე: ეს იყო მორიგი „ფეიკ“ კამპანია, ტყუილების კასკადი, უნდოდათ ადამიანის კეთილშობილურ გრძნობებზე ეთამაშათ და ამით ანტისახელისუფლებო განწყობები გამოეწვიათ
„ეს იყო მორიგი „ფეიკ“ კამპანია, ტყუილების კასკადი“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით რ...
1775117184
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პეტერ პელეგრინისთან პირისპირ შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, პეტერ პელეგრინის შეხვდა. სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვაკეთის წარმატებ...
1775115153
ახალი ამბებილაშა ავალიანი: ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს, შესაბამისი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით
ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მ...
1775114956
ახალი ამბებიგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ძაღლების მიკედლების პროცედურებზე განმარტება გააკეთა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა ძაღლების მიკედლების პროცედურებზე გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ ეს პროცესი გამართულად უკვე რამდენიმე წელია მუშაობს დედაქალაქ...
1775112756
ახალი ამბებიშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს დაიწყებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტ...



























