მიხეილ ყაველაშვილი სამუშაო ვიზიტით ასტანაში იმყოფება, სადაც რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იმყოფება, სადაც რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
მიხეილ ყაველაშვილს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბეკტენოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი ერმუხანბეტ კონუსპაევი და ასტანის მერი ჟენის კასიმბეკი დახვდნენ.
სამიტის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა.
ფორუმის ფარგლებში, რომელიც გაეროსთან პარტნიორობით იმართება, სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ სირთულეებზე და შექმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად კოორდინირებული ძალისხმევის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ.
ფორუმზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დაკავშირებას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის.
სამიტში ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, მონღოლეთისა და სომხეთის პრეზიდენტები და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობენ.
ფორუმის სპიკერებს შორის არიან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეხვედრა.
საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი არიან.
1776794237
ახალი ამბებიევროპის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 22 აპრილის 00:00-დან 15:00 საათამდე ევროპის მოედნის მიმდებარედ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება.აღნიშნულის შესახებ განცხადებ...
1776791884
ახალი ამბებინინო ფოჩხუა: მამუკა მდინარაძე წარმატებული იყო უსაფრთხოების სამსახურში, პოლიტიკიდან მისი ჩამოშორება აშკარად დაეტყო მის გუნდს, ამიტომ მისასალმებელია მისი ახალი თანამდებობა, ისევ ვიხილავთ მის მწვავე პოლიტიკურ გამოსვლებს
ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში ეხმიანება აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში განხორციელებულ მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებებს. მისი თქმით, მამუკა მდინარაძე წარმატებული იყო უსაფრთხოების სამსახურში...
1776790699
ახალი ამბებიზაზა დობორჯგინიძე: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოზე იმსჯელეს - სანქციების ხსენებაც არ ყოფილა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოზე იმსჯელეს. სანქციების ხსენებაც არ ყოფილა - წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში და რიკარდ იოზვიაკის სტატუსს ეხმიანება. დო...
1776788439
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ვულოცავ მამუკა მდინარაძეს ამ მნიშვნელოვან წინსვლას და დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია - ხელმძღვანელობაც ძალიან წარმატებით გამოუვა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს. „ვულოცავ მამუკა მდინარაძეს ამ მნიშვნელოვ...
1776786848
ახალი ამბებიბავშვთა ნევროლოგი დიუშენის მკურნალობაზე: ჯერჯერობით, ეს ყველა წამალი ანელებს დაავადების პროგრესს, მაგრამ ვერ არჩენენ ამ დაავადებას. იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო კარგი წამლები გაჩნდება
„ჯერჯერობით, ეს ყველა წამალი ანელებს დაავადების პროგრესს, მაგრამ ვერ არჩენენ ამ დაავადებას. იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო კარგი წამლები გაჩნდება“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას ბავშვთა ნევროლოგმა...































