ოპოზიციონერი ლუკა ჭოხონელიძე გაუპატიურების შესახებ ბრალდებას პასუხობს: არავის მივცემ უფლებას შებღალოს ჩემი ღირსება და გააკეთოს ეს იმ გზით, რითაც აკეთებს
ოპოზიციური მოძრაობა „ნაბიჯის“ დამფუძნებელი ლუკა ჭოხონელიძე, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას გაუპატიურებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პასუხობს და აცხადებს, რომ არავის მისცემს საკუთარი ღირსების შებღალვის უფლებას.
ჭოხონელიძის თქმით, სიმართლის დადგენა პირველ რიგში, მის ინტერესშია, ხოლო, სიმართლის დასადგენი გზებიდან ნებისმიერზე თანახმაა.
„პირველ რიგში, არავის მივცემ უფლებას შებღალოს ჩემი ღირსება და გააკეთოს ეს იმ გზით, რითაც აკეთებს ახლახან ვესაუბრე რუსთავი2-ს, როგორი საოცარი დამთხვევაა, ამ მიმართულებით მეტ კომენტარს არ გავაკეთებ ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია და მინდა მკაფიოდ არის ის, რომ სიმართლის დადგენა (უფრო გასაჯაროება) პირველ რიგში ჩემს ინტერესშია სიმართლის დასადგენი გზებიდან ნებისმიერზე ვარ თანახმა - სასამართლოზე, პროკურატურაზე და ასე შემდეგ ნ ე ბ ი ს მ ი ე რ ზ ე
ამ თემაზე ჭორის დონეზე საუბარი, პირველ რიგში, მათ აზიანებს, ვინც მართლა წაწყდომია და აწყდება ამ ამორალურ საქციელს სხვა მხვრივ კი, რაც მეტად მანაღვლებს ეს ჩემთვის ძვირფასი ადამიანების აზრია,” - წერს ლუკა ჭოხონელიძე.
ცნობისთვის, ოპოზიციონერმა აქტივისტმა ალბი კორძაიამ, ჭოხონელიძე გოგონას გაუპატიურებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ გაუპატიურების მსხვერპლს საჯაროდ გამოჩენა არ უნდა. მოგვიანებით, კორძაიამ აღნიშული პოსტი წაშალა.
1776785894
ახალი ამბებინინო წილოსანი - პრემიერის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ძლიერი გადანაცვლებაა, ეს ემსახურება სახელმწიფო ინსტიტუციების კიდევ უფრო გაძლიერებას
„მამუკა მდინარაძე სამართალდამცავ უწყებებს კოორდინაციას გაუწევს, რაც ძლიერი გადაადგილებაა, მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა და დაამტკიცა, რამდენად შეუძლია ამ ურთულესს...
1776784570
ახალი ამბებიკახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ქართველ ხალხთან ერთად შეძლო დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დამარცხება და საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში გარდამტეხი როლის შეტანა
თბილისის მერი კახა კალაძე პარტია „ქართული ოცნების“ დაარსებიდან 14 წლის იუბილეს ეხმიანება. „2012 წლის 21 აპრილი, თარიღი, რომლითაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის მი...
1776783450
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე: ნორვეგიაშიც უყვართ ბავშვები და ნორვეგიაშიც აქვთ შესაძლებლობა, მაგრამ ვერ რისკავენ ასე სწრაფად გადაწყვეტილებების მიღებას ასეთი მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაში შეტანასთან დაკავშირებით
დღეს დაისვა კითხვა შევხვდებით თუ არა აღნიშნული დაავადების მქონე პაციენტების მშობლებს, არასდროს ჩვენი კარი არ დახურულა, ეს მათი არჩევანი იყო, რაც გააკეთეს და მათ მე კრიტიკას ვერ დავუწყებ, - განაცხადა გ...
1776782693
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე“...
1776782198
საზოგადოება28 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
2026 წლის 28 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა. სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი.




























