„მინდა, ეს დღე მივულოცო ქართული თეატრის ყველა მსახურსა და მოყვარულს“ - თეა წულუკიანი
„მინდა, ეს დღე მივულოცო ქართული თეატრის ყველა მსახურსა და მოყვარულს“, - ასე ულოცავს საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, ქართული თეატრის დღეს საზოგადოებას.
„14 იანვარი ქართული თეატრის დღეა.
მინდა, ეს დღე მივულოცო ქართული თეატრის ყველა მსახურსა და მოყვარულს.
ჩვენი სახელოვანი წინაპრები ამ თარიღს ახალ წელსა და ბედობას, ალბათ, შემთხვევით არ დაუკავშირებდნენ.
მინდა, მხოლოდ სიკეთისა და წარმატებების დაბედება გისურვოთ.
„ხელოვნების მიზანი უბრალოა - მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა.“
ვინ ვინ და ამ სიტყვების ავტორმა, დიდმა კოტე მარჯანიშვილმა, ყველაზე უკეთ იცოდა, თუ რა ძნელად მისაღწევი იყო ეს „უბრალო“ მიზანი.
დღეს, პანდემიისა და სხვა არანაკლებ სერიოზულ გამოწვევათა პირობებში, ეს მიზანი კიდევ უფრო გართულებულია.
ამიტომაც დღეს კიდევ უფრო აქტუალურია ცნობილი სიტყვები, რომელთაც, ვერიკო ანჯაფარიძის მოწმობით, თავის მოწაფეებს კოტე მარჯანიშვილი მუდმივად უმეორებდა: „გვიყვარდეს ხელოვნება საკუთარ თავში და არა საკუთარი თავი ხელოვნებაში.“
ასეთ სიყვარულსა და დიდ შემოქმედებით წარმატებებს გისურვებთ...“, - წერს მინისტრი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ასევე საინტერესოა:
🔵 ჭოლა, როგორც აქამდე, ახლაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში - მარჯანიშვლის თეატრი
🔵 ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციიდან გაათავისუფლეს
1794764373
ახალი ამბებიკულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო
„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და გარკვეულ შემთხვევებში აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო“, - აღნიშნულის შ...
1794761277
ახალი ამბებიპატრიარქის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა
თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა. მისი უწმინდესო...
1794759304
მსოფლიოირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია
ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, იუწყება BBC. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო თავდ...
1794755991
ახალი ამბებიშიო მესამე – სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად
სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთ...
1794753088
მსოფლიორუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გა...































