"მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან კეთდება, საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევად გაგრძელდება" - ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უკრაინის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიმართ მოწვევის გამოგზავნა არარელევანტურია.
მისივე განცხადებით, მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან კეთდება, საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევად გაგრძელდება.
"პარლამენტის თავმჯდომარემ გამოხატა თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
არის სამწუხარო რეალობა, როდესაც სამწუხაროდ, ჩვენ ვისმენთ სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რასაც აქვს თავისი ლოგიკური მიზეზი, დეტალებში აღარ შევალ.
ამ ფონზე ასეთი მოწვევის გამოგზავნა სამწუხაროდ, არარელევანტურია.
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, უკრაინის ხელისუფლება გათავისუფლდება იმ ადამიანებისგან, რომლებიც პრაქტიკულად უზრუნველყოფენ იმას, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი სახელმწიფოს მიმართ იდგმება არასწორი ნაბიჯები.
ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავგდით, არა მარტო ომის დაწყების დღიდან, ომამდეც ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სახელმწიფოს, ხალხის მიმართ იყო ურყევი და ძალიან მტკიცე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.
ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, იქიდან გადმოდგმული ნაბიჯები არ იყო შესაბამისი.
ეს არის ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და სინანული გვინდა ამასთან დაკავშირებით გამოვხატოთ.
რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას, ჩვენი დამოკიდებულება არის შემდეგი – ჩვენთვის დასანანია ის გადაწყვეტილებები და განცხადებები, რომლებიც კეთდება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან.
ამ ყველაფრის მიუხედავად, უკრაინელი ხალხისა და უკრაინის სახელმწიფოს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევად გაგრძელდება.
ეს არის ჩვენი ძალიან მყარი პოზიცია", – აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა გუშინ განაცხადა, რომ ბუჩას ტრაგედიის სანახავად უკრაინის რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა პარლამენტარები მიიწვია.
ამავე თემაზე:
🔵 "ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შალვა პაპუაშვილი გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე"
1791390605
საზოგადოებაპრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...
1791388697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...
1791387329
სპორტიტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. აღსანი...
1791385727
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნაურუს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარკუს სტივენსს შეხვდა. საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ეს ორი...
1791384011
ახალი ამბებირადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის...

























