"მოკვლის განზრახვით, ქალს სახლის კართან ალკოჰოლურ სასმელთან და ტკბილეულთან ერთად პოლიეთილენის პარკში მოთავსებული საბრძოლო მდგომარეობამდე მიყვანილი ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუტოვა" - პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით, დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, სექსუალური ხასიათის კავშირის იძულებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

დანაშაული ახალქალაქში მოხდა. როგორც პროკურატურა წერს, ბრალდებული დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა. რამდენჯერმე უარის მიღების შემდეგ კი, ბრალდებულმა, მსხვერპლს სახლის კართან ალკოჰოლთან და ტკბილეულთან ერთად პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუტოვა.

"საქართველოს პროკურატურამ, ახალქალაქში გენდერის ნიშნით, დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, სექსუალური ხასიათის კავშირის იძულებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სახელგამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ცდილობდა.

დაზარალებულისგან არაერთი უარის მიღების შემდეგ, 13 დეკემბერს, ბრალდებულმა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით და მოკვლის განზრახვით, დაზარალებულს სადარბაზოში, სახლის კართან ალკოჰოლურ სასმელთან და ტკბილეულთან ერთად პოლიეთილენის პარკში მოთავსებული საბრძოლო მდგომარეობამდე მიყვანილი ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუტოვა. ასაფეთქებელი მოწყობილობა, დაზარალებულის მიერ პოლიეთილენის პარკის გახსნის დროს მოვიდა მოქმედებაში, რის შედეგადაც, დაზიანდა მისი საცხოვრებელი ბინა.

საქართველოს პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის ,,ბ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ვკითხულობთ საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რუსმა ტურისტებმა კახეთში XVIl-XVIII საუკუნის ძეგლი დააზიანეს - შსს-მ გამოძიება დაიწყო

🔵"მთელი დღე იწანწალებს სალობიეებში, აბა ლობიოს დღეს ხომ არ გამაზავს" - ვისზე წერს მეგი გოცირიძე?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782211738

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობას და მოვიმხრობთ უფრო და უფრო მეტ წევრ ქვეყანას, რათა მათ ევროკომისიას მოსთხოვონ პოლიტიკური დიალოგის აღდგენა

„გასულ კვირას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები ბრიუსელსა და ლუქსემბურგში ვიმყოფებოდით, სადაც შეხვედრები გვქონდა როგორც ჩვენს კოლეგებთან ორივე ქვეყნ...

ნიკოლოზ სამხარაძე

1782211106

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: თითოეული თქვენი გადადგმული ნაბიჯი ადასტურებს, რომ არაკომპეტენტურები ხართ - ერთი განულებული პარტიის წარმომადგენლები ხართ, კეთილი ინებეთ და თავი დაანებეთ საზოგადოების სახელით საუბარს

„გახარიელი“ რომ საუბრობს, როგორ შეიძლებაო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს? - ესენი არიან იმ ძალის წარმომადგენლები, რომელთა ბელადიც ახლა ბრალდებულია, ქართულ მართლმსაჯულებას გაქცეულია. ის ბ...

არჩილ გორდულაძე

1782210210

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. „საუკუნეების განმავლობაშ...

საქართველოს პრეზიდენტი

1782209907

ახალი ამბები

საგარეჯოში 19 წლის სტუდენტი გაზის აფეთქების შედეგად დაიღუპა

საგარეჯოში, საცხოვრებელ სახლში, გაზის აფეთქების შედეგად ახალგაზრდა გოგო დაიღუპა. ცნობილია მისი ვინაობაც. დაღუპულია 19 წლის სტუდენტი ლამია ალახვერდიევა.  გავრცელებული ინფორმაციით, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­...

პოლიცია პოლიცია

1782209555

ახალი ამბები

არჩილ ბერიძე: თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა, რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი?

„თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა - რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი?“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობი...

აჩიკო ბერიძე