მაკა ბოჭორიშვილი: ნებისმიერი საუბარი გაფართოებაზე, იმ ქვეყნის გარეშე, რომელსაც ეს ეხება, უბრალოდ აზრს მოკლებულია
„ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება, დაკავშირებადობა არ იწვევენ საქართველოს და გრჩება შთაბეჭდილება, რომ შეხვედრა არის ორგანიზებული მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველო არ მიიწვიონ და ამან რაღაც ერთდღიანი დღის წესრიგი შექმნას ქვეყნის შიგნით და ისაუბრონ ამ თემაზე. უბრალოდ უინტერესოა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება გლობალურად სამყაროში, ჩვენს რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს და უფრო მნიშვნელოვანია, რომ თვალყური ვადევნოთ მას,“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, გაფართოების პროცესზე საუბარს მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ მასში თავად კანდიდატი ქვეყნები იქნებიან ჩართული.
„გაფართოებაზე მსჯელობას მაშინ ექნება აზრი, თუ გაფართოების პროცესზე ჩვენ გვექნება რაიმე ზეგავლენა. ეს ასე არასდროს არ ყოფილა და ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული მიდგომები იცვლება. საინტერესო პროცესია თვალყურის სადევნებლად, თუმცა საბოლოო ჯამში როგორ ჩამოყალიბდება გაფართოების პროცესი, ეს ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. საქართველო თუ არ არის ამ პროცესში ჩართული, ესეც არის ევროკავშირის გადასაწყვეტი. გაფართოება ვერ იქნება ცალმხრივი, ვერც მხოლოდ ევროკავშირისთვის, ვერც მხოლოდ საქართველოსთვის. ეს არის ყოველთვის ორმხრივი პროცესი, ორი მხარის მონაწილეობას გულისხმობს, შესაბამისად, ნებისმიერი საუბარი გაფართოებაზე, იმ ქვეყნის გარეშე, რომელსაც ეს ეხება, უბრალოდ აზრს მოკლებულია. თვითონ გადაწყვიტონ, რამდენად აზრიანია და შინაარსიანია ისეთი დისკუსიები, რომელშიც მონაწილეობას არ იღებს მხარე, რომელიც არის უშუალოდ ამ პროცესის მონაწილე,“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
1782217099
მსოფლიოპუტინი: დასავლეთში ღიად აცხადებენ, რომ რუსეთთან ომისთვის ემზადებიან, მზად ვართ ვუპასუხოთ
„ახლა დასავლეთი ღიად ამბობს, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადება“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო აკადემიების კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე განაცხადა. პუტინის თქმი...
1782216864
საზოგადოებაბექა ძამაშვილი გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობის საქმეზე: სტრასბურგში წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლების დარღვევას და წამებას
ბექა ძამაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ სარჩელზე გამოტანილი განაჩენი შეაფასა, რომლის მიხედვითაც ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგ...
1782216765
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს: გისურვებთ მშვიდობიან საქართველოს, სადაც თქვენი მსახურება გარე თვალისთვის შეუმჩნეველი დარჩება, შედეგები ყოველდღიურად შეიგრძნობა სახელმწიფოს გამართულ მუშაობაში
გილოცავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 32 წლის იუბილეს. ჩვენთვის, ვინც ყოველდღიურად ვსარგებლობთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ზრუნვით და გვერდში დგომით, განსაკუთრებულ...
1782214238
საზოგადოებასასამართლომ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ალექსანდრე სელივრიას საქმე განიხილა
საქალაქო სასამართლომ განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ალექსანდრე სელივრიას საქმე განიხილა. სელივრია სხდომაზე არ გამოცხადდა რის გამოც მოსამართლემ საქმის განხილვ...
1782212405
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: საერთაშორისო სტანდარტებთან მუდმივი თანხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საჰაერო მიმოსვლა ქვეყანაში მზარდია და დაგეგმილია არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი საავიაციო ბაზრის კიდევ უფრო განვითარებისთვის
საქართველოში საავიაციო სექტორი სწრაფად ვითარდება და იზრდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ეროვნულ კანონმდებლობაში, ისე ჩვენი ჩართულობა საერთაშორისო საავიაციო პ...



























