„მოტყუებით დაეუფლა 136 000-მდე ლარს“ - პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულს ერთ-ერთი უცხოური ფირმის ოფიციალურ დისტრიბუტორად გაეცნო და მას გათბობის სიტემის სრული კომპლექტის შეძენაში დახმარების მიზნით დიდი ოდენობით თანხა ჩაარიცხვინა, თუმცა შეთანხმება არ შეასრულა მოტყუებით დაეუფლა 136 000-მდე ლარს და თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
პოლიციამ მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1792042922
საზოგადოებალევან მაჭავარიანი საფრანგეთში უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე: ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სიმართლეს, რომელზედაც „ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის კანონის მიღების დროს საუბრობდა
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სიმართლეს, რომელზედაც „ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის კანონის მიღების დროს საუბრობდა, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრანგი სენატორ...
1792042175
საზოგადოებაგორდულაძე საფრანგეთში უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე: როგორც ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანას, მათაც აქვთ უფლება, გარე ჩარევებისგან დაიცვან თავიანთი სახელმწიფო - როგორც ფრანგებს, იგივე უფლება აქვს ჩვენს ქვეყანასაც
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ფრანგი სენატორების მიერ კომიტეტის დონეზე კანონპროექტის მხარდაჭერას აფასებს, რომელიც უცხოურ ჩარევებთან და გავლენებთან ბრძოლას ისახავ...
1792040755
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 15 ოქტომბერს საქართველოში
15 ოქტომბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი დღ...
1792011379
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ფსიქოტროპული მედიკამენტების 2-კვირიანი მარაგის რეგულაცია მსოფლიო ორგანიზაციის ნორმებს დაუახლოვდა, თუმცა უახლოეს მომავალში გარკვეული შეღავათები იგეგმება
„დაახლოებით ერთი წლის წინ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მივიღეთ გადაწყვეტილება ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვაზე კონტროლის და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებასთან დაკავშირებით. ახლაკომერციული ი...
1792010149
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: გვაქვს ამბიცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო გახდეს ლიდერი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით
„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო გახდეს ფლაგმანი და ლიდერი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით. ამისთვის ნამდვილად არ დავზოგავთ არანაირ რესურსს. მთავარი პრიორიტეტი და ა...


























