ლევან მაჭავარიანი საფრანგეთში უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე: ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სიმართლეს, რომელზედაც „ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის კანონის მიღების დროს საუბრობდა
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სიმართლეს, რომელზედაც „ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის კანონის მიღების დროს საუბრობდა, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრანგი სენატორების მიერ კომიტეტის დონეზე კანონპროექტის მხარდაჭერას, რომელიც უცხოურ ჩარევებთან და გავლენებთან ბრძოლას ისახავს მიზნად.
ლევან მაჭავარიანის თქმით, ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია.
„ეს მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ზრუნავენ თავიანთი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სუვერენიტეტის გამყარებაზე. გარე ჩარევა არის გამოწვევა, მით უმეტეს, არჩევნების ფონზე. ვინ, თუ არა საქართველომ ვიცით ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც ასეთი ჩარევების პრევენციას მოახდენს და საფრანგეთი სწორედ ამას აკეთებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სიმართლეს, რომელზეც „ქართული ოცნება“ საუბრობდა გამჭვირვალობის კანონის მიღების დროს”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
როგორც ცნობილია, ფრანგმა სენატორებმა აღნიშნულ კანონპროექტს კომიტეტის დონეზე მხარი დაუჭირეს. კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის, დეზინფორმაციის გავრცელებაზე 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთასა და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმას.
1792009507
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: დიუშენისა და ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტების გაცემა უახლოეს პერიოდში დაიწყება
„დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით უნდა ვთქვა და მშობლებმაც აღნიშნეს, ერთ-ერთი პირველი ვართ იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ბევრი ევროპული ქვეყანა ჯერჯერობით თავს...
1792007597
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: სწორი ეკონომიკური პოლიტიკა იძლევა პენსიის დაგეგმილზე მეტად ზრდის შესაძლებლობას
„სწორად დაგეგმილი ბიუჯეტი იძლევა ყოველწლიურად პენსიის მატების შესაძლებლობას. ერთია, რომ საკანონმდებლო გარანტია არსებობს პენსიისა და სოციალური უზრუნველყოფის ზრდისთვის და მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი...
1792006514
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ყველა იმ ოჯახსაც, რომელსაც უკვე აქვს საკუთრებაში ბინა, მაგალითად, თავისით შეძენილი, ანუ ამჟამად საცხოვრისის პრობლემა არ აქვს, ექნება უფლება, მოგვმართოს და მიიღოს დაკმაყოფილება კომპენსაციის გზით
„დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ირიცხებიან იმ ოჯახთა სიაში, ვისაც სახელმწიფომ შეუსრულა ვალდებულება განსახლებასთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სახელმწიფოსგან კომპენსაცია. ყველა იმოჯახსაც, რ...
1792002203
მსოფლიოალბანეთში მომიტინგეებმა განათლების სამინისტროს შენობას ცეცხლი წაუკიდეს
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში განათლების გაძვირებისა და კორუფციის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს სტუდენტებმა განათლების სამინისტროს შენობასა და ორ ბანკს ცეცხლი წაუკიდეს, პოლიციას კი ქვები...
1791997496
ახალი ამბები„კრიპტომატი“: ჩვენი პოზიცია უცვლელია - ბაზარზე უნდა არსებობდეს სამართლიანი კონკურენცია, პასუხისმგებლიანი ბიზნესპრაქტიკა და კანონმდებლობის დაცვა
შპს „კრიპტომატი“ მისი მისამართით შპს ბიტექსჩეინჯის მენეჯმენტის მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, პასუხი გავცეთ შპს ბიტექსჩეინჯის მენეჯმენტის მიერ გამოთქმულ ცრუ ბ...



























