გორდულაძე საფრანგეთში უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე: როგორც ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანას, მათაც აქვთ უფლება, გარე ჩარევებისგან დაიცვან თავიანთი სახელმწიფო - როგორც ფრანგებს, იგივე უფლება აქვს ჩვენს ქვეყანასაც
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ფრანგი სენატორების მიერ კომიტეტის დონეზე კანონპროექტის მხარდაჭერას აფასებს, რომელიც უცხოურ ჩარევებთან და გავლენებთან ბრძოლას ისახავს მიზნად.
„როგორც ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანას, მათაც აქვთ უფლება, რომ გარე ჩარევებისგან დაიცვან თავიანთი სახელმწიფო. როგორც ფრანგებს აქვთ ამის შესაძლებლობა, იგივე უფლება აქვს ჩვენს ქვეყანასაც. სტანდარტად არის დაწესებული უსტანდარტობა, რომ მათთვის რაღაც არის მისაღები, ხოლო საქართველოსთვის ეს არის ცის ჩამოქცევა და დემოკრატიული უკუსვლა. საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს, რომ მათთვის საჭირო რაც არის, იმას აკეთებენ, ხოლო ზუსტად იმავესთან დაკავშირებით ჩვენს წინააღმდეგ უსაფუძვლო თავდასხმებს ახორციელებენ, რაც რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია”, - განაცხადა გორდულაძემ.
როგორც ცნობილია, ფრანგმა სენატორებმა აღნიშნულ კანონპროექტს კომიტეტის დონეზე მხარი დაუჭირეს. კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის, დეზინფორმაციის გავრცელებაზე 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთასა და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმას.
1792006514
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ყველა იმ ოჯახსაც, რომელსაც უკვე აქვს საკუთრებაში ბინა, მაგალითად, თავისით შეძენილი, ანუ ამჟამად საცხოვრისის პრობლემა არ აქვს, ექნება უფლება, მოგვმართოს და მიიღოს დაკმაყოფილება კომპენსაციის გზით
„დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ირიცხებიან იმ ოჯახთა სიაში, ვისაც სახელმწიფომ შეუსრულა ვალდებულება განსახლებასთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სახელმწიფოსგან კომპენსაცია. ყველა იმოჯახსაც, რ...
1792002203
მსოფლიოალბანეთში მომიტინგეებმა განათლების სამინისტროს შენობას ცეცხლი წაუკიდეს
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში განათლების გაძვირებისა და კორუფციის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს სტუდენტებმა განათლების სამინისტროს შენობასა და ორ ბანკს ცეცხლი წაუკიდეს, პოლიციას კი ქვები...
1791997496
ახალი ამბები„კრიპტომატი“: ჩვენი პოზიცია უცვლელია - ბაზარზე უნდა არსებობდეს სამართლიანი კონკურენცია, პასუხისმგებლიანი ბიზნესპრაქტიკა და კანონმდებლობის დაცვა
შპს „კრიპტომატი“ მისი მისამართით შპს ბიტექსჩეინჯის მენეჯმენტის მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, პასუხი გავცეთ შპს ბიტექსჩეინჯის მენეჯმენტის მიერ გამოთქმულ ცრუ ბ...
1791995970
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი ვენეციის კომისიაზე: ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკური პარტიების გაუქმება ცუდია, არ შეიძლება, მეც იმავეს ვამბობ, მაგრამ მე მინდა დავამტკიცო, რომ ეს არ არის პოლიტიკური პარტია, პარტია არ შეიძლება იყოს იმ ხასიათის, რასაც დღეს ვუყურებთ
ვენეციის კომისიამ საერთოდ გაფანტა ყველანაირი ავტორიტეტი, რაც ჰქონდა, - ასე შეაფასა გიორგი ვოლსკიმ ვენეციის კომისიის განცხადება საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირები...
1791992821
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ ბრიუსელის ამოცანა იყო გარკვეული არეულობის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესის განვითარება, ასეთი გეგმა არსებობდა
ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ ბრიუსელის ამოცანა იყო გარკვეული არეულობის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესის განვითარება. ასეთი გეგმა არსებობდა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გა...





























